"ალ­ბათ კო­ვი­დი რომ არა არც მი­ვაქ­ცევ­დით ყუ­რა­დღე­ბას..."
"ალ­ბათ კო­ვი­დი რომ არა არც მი­ვაქ­ცევ­დით ყუ­რა­დღე­ბას..."
ცნო­ბი­ლი ტე­ლე­სა­ხე ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად აშშ-ში ცხოვ­რობს, კო­რო­ნა­ვირუ­სი­თაა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ნუკი თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მომ­წე­რებს ხში­რად უზი­ა­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ამ­ჯე­რად ნუკი კლი­ნი­კი­დან ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"დღეს მე-11 დღეა და უკვე კარ­გად ვართ. იცით, არ ვიცი პა­ნი­კას ავ­ყე­ვი და ამი­ტომ გა­მი­ჭირ­და ასე ამ ვირუს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ეს დღე­ე­ბი თუ მარ­თლა სა­ზი­ზღა­რი ვირუ­სია, ვერ გე­ტყვით. არ მინ­და "გა­ვა­პის­ტი­ა­კო", მაგ­რამ დე­დას გე­ფი­ცე­ბით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის დროს ბევ­რად უა­რე­სად ვყო­ფილ­ვარ,
ეს რომ ვი­ცო­დი რომ კო­ვი­დი და ვა­ი­მე, ვუ­ი­მე, ამი­ტომ ვი­ყა­ვი პა­ნი­კა­ში და და­ვი­წყე ზედ­მე­ტი გა­და­მოწ­მე­ბე­ბი და გვა­ნერ­ვი­უ­ლეს მეც და ბე­ნიც, ხან რა გვე­ირ­და და ხან რა.. მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში არც არა­ფე­რი...

ალ­ბათ კო­ვი­დი რომ
არა არც მი­ვაქ­ცევ­დით ყუ­რა­დღე­ბას. ვირუ­სი მო­ი­ტა­ნა სახ­ლში ბენ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან, იკა­ცა და არ აიც­რა, ერთი წელი გავ­ქა­ჩე რაღა ახლა და­მე­მარ­თე­ბაო და აჰა! და­ე­წყო გუ­ლის რევა და გვე­გო­ნა მო­წამ­ლუ­ლი (ღვი­ნოს ვწრუ­პავ­დით და და­ვაბ­რა­ლეთ) მე­ო­რე დღეს სა­ში­ნელ ნა­ბა­ხუ­სევ­ზე გა­იღ­ვი­ძა, ცოტა კი გაგ­ვიკ­ვირ­და ასე ორ ჭი­ქა­ში რა­ტომ კვდე­ბა ასე თქო, მაგ­რამ იქ­ნებ ცუდი ღვი­ნო იყო. სამ­სა­ხურ­ში სულ უტა­რე­ბენ ტეს­ტი­რე­ბას და დი­ლას­ვე და­მი­რე­კა და­ვი­ღუ­პე­თო..

ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­და. პირ­ვე­ლი ორი დღე ჩა­კე­ტი­ლი მყავ­და სა­ძი­ნე­ბელ­ში და მე არ მი­დას­ტურ­დე­ბო­და, მერე ბავ­შვს და­ე­წყო სი­ცხე და ხელი ჩა­ვიქ­ნიე, ბავ­შვს ვე­ღარ ჩავ­კე­ტავ­დი ვერ­სას. მე-3 დღეს მეც და­მი­დას­ტურ­და. პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი ყვე­ლას მა­ღა­ლი სი­ცხე გვქონ­და, ბავ­შვს გან­სა­კუთ­რე­ბით, თუმ­ცა მე­სა­მე დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვი­თომც არა­ფე­რი წა­მოხ­ტა და გა­აგ­რძე­ლა ცელ­ქო­ბა.

მე და ბენს უფრო გაგ­ვე­წე­ლა, ხვე­ლე­ბა, სი­ცხე, სა­ო­ცა­რი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა და სრუ­ლად და­კარ­გუ­ლი ყნოს­ვა და გემო არის ჩემი შე­დე­გი. ახლა მგო­ნი პირ­ვე­ლი დღეა, რაც აზ­რზე მო­ვე­დით და მოვ­ყო­ჩაღ­დით. მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო (ბე­ნის, თორე ჩემი ნება რომ იყოს..) სახ­ლი­დან სა­ერ­თოდ არ გავ­სულ­ვართ, ვინ­მეს­თვის რომ არ გა­დაგ­ვე­დო.

დე­დას გე­ფი­ცე­ბით, გაფ­რე­ნის პი­რას ვარ, სუფ­თა ჰა­ე­რი ისე მო­მე­ნატ­რა... ძა­ლი­ან გრძე­ლი პოს­ტი გა­მო­ვი­და, რომ და­ვი­წყო ახლა, იმ სა­ა­ვად­მყო­ფოს თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მო­ყო­ლა. ამი­ტომ დროს არ წა­გარ­თმევთ, ახლა კარ­გად ვართ და ეს არის მთა­ვა­რი. გა­უფრ­თხილ­დით თავს აუ­ცი­ლებ­ლად, ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ­დი რომ წე­ლი­წად­ზე მე­ტია ეს ვირუ­სი არ­სე­ბობს და მე არ შემ­ხვდა თქო. იმე­დი მაქვს თქვენ ბო­ლომ­დე ია­მა­ყებთ. ვინ რო­გორ გა­და­ი­ტა­ნეთ? იძა­ხი­ან ყვე­ლას სხვა და სხვა სიმფტო­მე­ბი აქ­ვსო.. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებ­თპ.ს ეჭ­ვიც ხომ არ გე­პა­რე­ბათ რეკ­ლა­მას რომ ჩა­ვაკ­ვე­ტებ­დი. ორ­შა­ბა­თი­დან ბრუნ­დე­ბა წი­თე­ლი, ნი­უ­დი და კი­დევ ახა­ლი ფე­რე­ბი არ გა­მო­ტო­ვოთ" - წერს ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები