ამირან გამყრელიძე:"ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ იწყება მესამე ტალღა"
ამირან გამყრელიძე:"ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ იწყება მესამე ტალღა"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

"ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ იწყება მესამე ტალღა, თუ წესებისა და რეკომენდაციების დაცვით ვერ შევაკავებთ", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 823 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 878 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 945 PCR ტესტით. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 707 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო
24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი. კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50 %.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები