"მერწმუნეთ, ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია" - რა ხერხს მიმართა ჩინეთმა, მოსახლეობა რომ დაერწმუნებინა ვაქცინაციის აუცილებლობაში? - კვირის პალიტრა

"მერწმუნეთ, ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია" - რა ხერხს მიმართა ჩინეთმა, მოსახლეობა რომ დაერწმუნებინა ვაქცინაციის აუცილებლობაში?

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ვოშინგტონ პოსტის" სტატიას აზიარებ, სადაც საუბარია მაზე, როგორ ცდილობს ჩინეთი მოსახლეობის დარწმუნებას ვაცქინაციის აუცლებლობაში.

ჩინეთის მიზანია აცრას მოსახლეობის 40% (520 მილიონი ადამიანი) ივნისის ბოლომდე და 64% (780 მილიონი ადამიანი) წლის ბოლომდე. “უფასო ქათმის ფრთები, უფასო კვერცხები, სუპერმარკეტების ვაუჩერები და ფულადი პრიზები - ეს არის სტიმული, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესი იყენებს, რათა დაარწმუნონ მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებაში"- წერს ვოშინგტონ პოსტი 5 აპრილის სტატიაში.

მგონი დადგა დრო ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების წინასაარჩევნო მოსყიდვის გამოცდილება გაერთიანდეს და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებაში მაინც გამოვიყენოთ.

მერწმუნეთ, ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია!" - წერს კულუმბეგოვი.

წყარო