"ყველას მიეხედება აბსოლუტურად. რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან"
"ყველას მიეხედება აბსოლუტურად. რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან"
ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან , - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკომპრომისოები იქნებიან და ყველას მიეხედება.

"ახლა მარხვაა და ველოდებით მარხვის ბოლომდე, რომ გამოფხიზლდნენ. წლები გადის და არათუ სინანული, არამედ გამოდიან სულელებივით ერთი და იმავე რაღაცას იძახიან. ნეტავ, თვითონ თუ სჯერათ, მაგრამ იმდენჯერ ლაპარაკობენ შეიძლება, ერთმანეთი დააჯერეს. საეკლესიო კანონებიც არის და მატყუარებს იგივე კანონით განაკანონებენ ხოლმე.

ყველა
ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან. ეს ორაზროვანი ლაპარაკები ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ცოტა დაფიქრდნენ და აირჩიონ სად დგანან - ღმერთთან დგანან, თუ მატყუარებთან დგანან. იმიტომ, რომ უკომპრომისოები ვიქნებით, (მერე უკვე ავტორიტეტიც აღარ არსებობს მასე, რომ იქცევიან) და ყველას მიეხედება აბსოლუტურად.
ერთობა ვიცი, ნამდვილი ერთობა, ძალად ერთობა არ გამიგია მე”, - აღნიშნა მეუფემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა