"შე­უძ­ლე­ბე­ლია, სტაგ­ნა­ცია დეპრესიულ ფონს არ უქმნიდეს აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას მიჩ­ვე­ულ ადა­მი­ანს, მით უმე­ტეს, ხე­ლო­ვანს" - კვირის პალიტრა

"შე­უძ­ლე­ბე­ლია, სტაგ­ნა­ცია დეპრესიულ ფონს არ უქმნიდეს აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას მიჩ­ვე­ულ ადა­მი­ანს, მით უმე­ტეს, ხე­ლო­ვანს"

უყვარს თავისი პროფესია და წუხს, რომ პანდემიის გამო მსახიობებს, ბოლო ერთი წლის მანძილზე, პროფესიულად რეალიზაციის საშუალება შეეზღუდათ. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ნინო მუმლაძე პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ისევ მიიწვიეს, რადგან გადამღებმა ჯგუფმა მორიგი მე-17 სეზონი განაახლა. ნინოს პერსონაჟს - ნათიას, სერიალის მთავრი გმირისგან, დათოსგან შვილი ჰყავს. დათოს ცოლმა, ნინომ კი, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძოდა, ქმარ-შვილი მიატოვა, უცხო ქვეყანაში გადაიხვეწა.

მრავალშვილიან, დედის გარეშე დარჩენილ ოჯახში ცხადია, პრობლემებმა მოიმატა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ძიძა ეხმარება და ბავშვებზე ბებიები ზრუნავენ, დათომ, გადაწყვეტილება მიიღო - ქალბატონი, რომელთანაც შვილი ჰყავს, საცხოვრებლად თავის სახლში გადმოიყვანოს. სერიალის ის გულშემატკივრები, რომლებიც საოცრად განიცდიან ხოლმე პერსონაჟების ბედს, ამ ამბავმა გააღიზიანა და საკუთარი უსიამოვო მოსაზრებები სოციალურ ქსელში დააფიქსირეს.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ნათიას როლის შემსრულებელს, მსახიობ ნინო მუმლაძეს:

- თქვენი პერსონაჟი ამ სეზონზეც გამოჩნდა სერიალში. რა ემოციაა, როდესაც ამდენი ხნის შემდეგ დაბრუნდით პოპულარულ პროექტში? - ძალიან მენატრებოდა მუშაობა ამ გუნდთან. პანდემიამ განსაკუთრებულად მომანატრა ჩემი საქმე და რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით განვეწყე, როცა გავიგე, რომ მაბრუნებენ სერიალში.

- დაბრუნება და მართლაც ასეთი? სერიოზული სკანდალის ზღავრზეა ეს ყველაფერი. არავინ იცის, რა ბედი ელის თქვენ პერსონაჟს ოჯახში, სადაც მივიდა... რა მოხდება? რას იტყვით ამაზე?

- ჯერ მეც არ ვიცი, რა მოხდება, სერიები ეტაპობრივად იწერება და მეც ეტაპობრივად ვკითხულობ... რა ელის ჩემს გმირს, საბოლოოდ მხოლოდ სცენარისტებმა იციან.

- თავად თანაუგრძნობთ მას? უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი? უნდა დათანხმდებოდა დათოს შეთავაზებულ წინადადებას?

- რა გითხრათ, მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს რომანი შეცდომა იყო... თუმცა არავინ იცის, როგორ მოიქცეოდა თითოეული ჩვენგანი მსგავს სიტუაციაში, გვერდიდან ყოველთვის ყველაფერი სხვანაირად ჩანს... გააგრძელეთ კითხვა