პატრიარქი ელისაბედ II-ს პრინც ფილიპეს გარდაცვცალების გამო უსამძიმრებს - სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს - კვირის პალიტრა

პატრიარქი ელისაბედ II-ს პრინც ფილიპეს გარდაცვცალების გამო უსამძიმრებს - სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მის უდიდებულესობა ელისაბედ II-ს პრინც ფილიპეს გარდაცვცალების გამო სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ სამძიმარი მეუღლის, მისი სამეფო უმაღლესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო.

პრინც ფილიპეს სახით, ათწლეულების მანძილზე თქვენ გყავდათ თქვენი ფრიად საპატიო ჯვრის ღირსეული და ერთგული თანამტვირთველი.

თქვენი სამეფო ოჯახისა და გაერთიანებული სამეფოს მწუხარებას, რომელსაც იზიარებს მთელი მსოფლიო, ვუერთდებით ჩვენც.

ვლოცულობთ პრინც ფილიპეს უკვდავი სულისათვის და ამასთან, შევთხოვთ ღმერთს, მოგანიჭოთ მხნეობა და სულიერი ძალა თქვენი სამეფო ოჯახისა და თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

"ინტერპრესნიუსი"