გურჯაანი-ყვარელის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაღუპულია ორი ადამიანი - კვირის პალიტრა

გურჯაანი-ყვარელის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაღუპულია ორი ადამიანი

გურჯაანი-ყვარელის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა. გურჯაანი - ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს "ოპელისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი ადამიანი.

თვითმხილველების ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი შეჯახებისას გადაბრუნდა და მგზავრები მოიყოლა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.