"ნამახვანი ჰესის საკითხი "პრადვინუტი" საზოგადოების თვალში დასულია რამდენიმე "ჩამჭრელ" კითხვამდე" - რას წერს გია ხუხაშვილი ნამხვან ჰესის მშენებლობაზე?
"ნამახვანი ჰესის საკითხი "პრადვინუტი" საზოგადოების თვალში დასულია რამდენიმე "ჩამჭრელ" კითხვამდე" - რას წერს გია ხუხაშვილი ნამხვან ჰესის მშენებლობაზე?
ექსპერტი გია ხუხაშვილი ნამახვანი ჰესის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე საკუთარ მოსაზრებას "ფეისბუქის" გვერდზე წერს:

"სამწუხაროდ, ნამახვანი ჰესის საკითხი "პრადვინუტი" საზოგადოების თვალში დასულია რამდენიმე "ჩამჭრელ" კითხვამდე და ეს რიტორიკული კითხვები ითვლება ჭეშმარიტების ფლობის გამოხატულებად.
ეს კითხვებია
"აბა ჰესები არ გვჭირდება?", "აბა ინვესტიციები არ გვჭირდება?", "ენერგოდამოუკიდებლობა არ გვინდა?", "აბა რუსეთზე ვიყოთ დამოკიდებული?"
ბატონებო, თუ კითხვებს სვამთ, მოკლე პასუხები მაინც მოისმინეთ.
- ჰესები გვჭირდება, მაგრამ უსაფრთხო და ეკონომიკურად დასაბუთებული.
- ინვესტორი გვჭირდება
, მაგრამ არა ისეთი , რომელსაც გრძელვადიანი სახელმწიფო კონტრაქტით გარანტირებული აქვს ზემოგება, რისკი კი ნულის ტოლი აქვს.
ის რომ ჩვენი სისტემა ნამახვანის გარეშე რუსეთზე იქნება დამოკიდებული, არის დიდი ტყუილი.
ახლა რამდენიმე კითხვას მე დაგისვამთ დასაფიქრებლად:
თქვენი აზრით:
რატომ დანიშნა თვითონ ხელისუფლებამ დამატებითი ექსპერტიზა?
რამდენად ობიექტურია კომპანიისთვის გარანტირებული ტარიფი და
ხომ არ არის მასში კორუფციული კომპონენტი?
იქნებ იმიტომ არ ჯდებიან შეხვედრაზე, რომ პასუხები უბრალოდ არა აქვთ?
კიდევ ბევრი კითხვაა, მაგრამ ახლა ესეც საკმარისია იმისთვის, რომ დაფიქრდეთ - იქნებ უარესად არის საქმე, ვიდრე თქვენ გგონიათ?" - წერს გია ხუხაშვილი.


სან დრო©
13 მაისი 2021 12:22
რაც ამ ჰესებზე დაიწყო საუბარი, ყოველთვის საუბარია ჰესი საერთოდ აშენდეს თუ არა. ამ შემთხვევაშიც რაც არ უნდა ეკონომიურ-ეკოლოგიური კვლევა დადო და თქვა რომ გამართლებულია, მაინც გამოვა იქ მაცხოვრებელი და იტყვის ამ მიწაზე არ აგაშენებინებოოო... რაღა შორს მიდიხართ ჰესი კი არა ავტომაგისტრალის გაყვანაზეც კი იყო მოსახლეობის გამოსვლები და აქციები.
ჟორა გაბრიჭიძე
22 აპრილი 2021 00:12
ბატონო გია, ყველგან ვწერ და აქაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დავწერ, ინვესტორს ამხელა არნახული პრივილეგია, მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა, როცა არანაკლებ ნახევარ წილში მაინც უზიან. არა მგონია 5-10 მილიონი ქრთამისათვის ვინმემ ამხელა სისულელის გატანა-გაპრავება იკისროს.
SOS!!!!!
21 აპრილი 2021 20:52
საქართველოს ტერიტორია აქციეს ქაოსურ სამრეწველო პოლიგონად, საკუთარი ჯიბეების კიდევ უფრო გავადნოთ, სამშობლო,ქვეყანა სულ კიდიათ ბიზნეს ბანდ დაჯგუფებებს-ბიზნეს ბანდ ფორმირებებში......!!!!!!!!!?

რუბრიკის სხვა სიახლეები