"ჩემი 10-კაციანი დაბადების დღით შოუს აგორება სირცხვილია...თქვე არასწორებო" - რას წერს მუსიკოსი ინფორმაციაზე, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები კოვიდით მის წვეულებაზე დაინფიცირდნენ - კვირის პალიტრა

"ჩემი 10-კაციანი დაბადების დღით შოუს აგორება სირცხვილია...თქვე არასწორებო" - რას წერს მუსიკოსი ინფორმაციაზე, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები კოვიდით მის წვეულებაზე დაინფიცირდნენ

მუსიკოსი ცირა ბზიშვილი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მან დაბადების დღისთვის ხალხმრავალი წვეულება მოაწყო, რომელსაც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და აღნიშნულ წვეულებაზე ზოგიერთი სტუმარი კორონავირუსით დაინფიცირდა.

"ჩემი 10-კაციანი დაბადების დღით შოუს აგორება ძალიან დიდი სირცხვილია. რომელი რეგულაცია დავარღვიე ვეკითხები კომპეტენტურ ჟურნალისტებს. ის - ერთი სამეგობროდან 3 ადამიანი რომ ვიჯექით მაგიდასთან, თუ ის - საღამოს 9 საათზე ყველა სახლში რომ დაბრუნდა?!

თქვე არასწორებო და არაკომპეტენტურებო... ვისაც მაგ დღეს შემთხვევით ვირუსი შეგვხვდა ისედაც გადაგვედებოდა, იმიტომ, რომ სულ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი.

ვისაც აჩვენებთ საზოგადოებას, არავინ არაა დაინფიცირებული. გასულია იმდენი დრო, რომ ყველას დაავიწყდა რომ დაბადების დღე მქონდა. "ფორმულა" თქვენს რეიტინგს არ მგონია ამან უშველოს, მაგრამ რუსტავი 2 ჩემი დაბადების დღისადმი ასეთ გაცხოველებულ ინტერესს სჯობდა ხელშეკრულებებისადმი გქონოდათ პასუხისმგებლობა და არ დაგერღვიათ წლობით!!!

უნამუსოებო მთავარია სიცრუე ილაპარაკოთ და არ გაინტერესებთ ამის უკან რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა და რეპუტაცია დგას", - წერს თეა ბზიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.