"მულ­მა ამიხ­სნა, ომა­რი აღარ არი­სო. ერთი კი ვი­კივ­ლე, მაგ­რამ როცა ბავ­შვე­ბი შე­მოც­ვივ­დნენ ოთახ­ში, იმ დღი­დან ქვა და რკი­ნა გავ­ხდი..."
13-04-2021
"მულ­მა ამიხ­სნა, ომა­რი აღარ არი­სო. ერთი კი ვი­კივ­ლე, მაგ­რამ როცა ბავ­შვე­ბი შე­მოც­ვივ­დნენ ოთახ­ში, იმ დღი­დან ქვა და რკი­ნა გავ­ხდი..."
ჩვენ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში მღე­რი­ან ხოლ­მე - "სამ­შობ­ლო, რო­გორც უფა­ლი, ერ­თია ქვე­ყა­ნა­ზე­და",- და, რა გულ­საკ­ლა­ვია ეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, ვინც ყოვ­ლის შემ­ძლემ ორი სამ­შობ­ლო­თი და­ა­სა­ჩუქ­რა... რას ვე­უბ­ნე­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­ზებ­სა და ინ­გი­ლო­ებს, ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თვე­ლებს, სი­რია-იორ­და­ნი­ა­სა და თურ­ქეთ­ში მცხოვ­რებ მუ­ჰა­ჯირ­თა შთა­მო­მავ­ლებ­სა და დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში მი­მო­ფან­ტულ ჩეჩ­ნებს. ისიც ხომ უფ­ლის­გან იყო, რომ იბე­რი­ის პირ­ვე­ლი მე­ფის, ფარ­ნა­ვა­ზის მე­უღ­ლე, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­დო­ფა­ლი დუ­რ­ძუ­კე­თის ასუ­ლი, ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი, ქის­ტის ქალი იყო. აქე­დან და­ი­წყო ჩვე­ნი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბიც...
სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, პირ­ველ რიგ­ში - უდი­დე­სი გან­ძი და სიყ­ვა­რუ­ლი. მე ხომ ამ კულ­ტუ­რა­ზე გა­ვი­ზარ­დე. ბევ­რჯერ მით­ქვამს, რომ უფალ­მა ჩვენ, ქის­ტე­ბი იმი­თაც გა­მოგ­ვარ­ჩია, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, ორი­გი­ნალ­ში წა­ვი­კი­თხოთ რუს­თა­ვე­ლი, ვაჟა, ყაზ­ბე­გი, ილია, აკა­კი… არ ვიცი, ძა­ლი­ან რთუ­ლია იმის თქმა, თუ რას ნიშ­ნავს ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო... ალ­ბათ
იმას, რის­თვი­საც შე­გიძ­ლია სი­ცო­ცხლე დათ­მო და სი­ცო­ცხლე­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის­თვის არის რამე?" - გვე­უბ­ნე­ბა ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პან­კი­სის ხე­ო­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მექა ხან­გოშ­ვი­ლი და ეს სი­ტყვე­ბი ისე­თი­ვე მარ­თა­ლი, ნაღ­დია და გულ­წრფე­ლი, რო­გო­რა­დაც მას სა­ქარ­თვე­ლო­ში იც­ნო­ბენ. მას­თან სა­უ­ბარ­საც ბავ­შვო­ბით ვი­წყებთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზეს ხე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ბავ­შვო­ბა

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დუ­ის­ში და­ვი­ბა­დე, პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში. მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, უფ­რო­სი და მყავს, სულ ოთხნი ვართ. ბავ­შვო­ბა ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ხანა იყო. დედა პე­და­გო­გი იყო, მა­თე­მა­ტი­კო­სი. სა­დღაც 8 წლის ვი­ყა­ვი, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა უზარ­მა­ზა­რი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა რომ და­ი­წყეს. კარ­გად მახ­სოვს დე­და­ჩე­მის სა­ო­ცა­რი შრო­მა და ჯაფა. დედა სკო­ლა­ში მა­თე­მა­ტი­კას ას­წავ­ლი­და, ოთხ შვილს ზრდი­და და ფი­ზი­კუ­რა­დაც ბევ­რს მუ­შა­ობ­და. გარ­და ამი­სა, მამა ძა­ლი­ან მო­ქე­ი­ფე კაცი იყო და ჩვენს ოჯახ­ში სტუ­მა­რი არ ილე­ო­და. ჩემი ბავ­შვო­ბა იყო მუდ­მი­ვად გაშ­ლი­ლი სუფ­რე­ბი და თეთ­რად გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბი... ბე­ბია ბოლო წლებ­ში ლო­გი­ნად იყო ჩა­ვარ­დნი­ლი და დედა მას, რო­გორც პა­ტა­რა ბავ­შვს, ისე უვ­ლი­და. მო­ხუ­ცე­ბის მი­მართ სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებს სწო­რედ დე­დამ ჩაგ­ვი­ნერ­გა თა­ვი­სი მა­გა­ლი­თით, მისი ერთი და­წუ­წუ­ნე­ბაც კი არ მახ­სოვს. კერ­ძში სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლიც ბე­ბი­ა­სი იყო... ასე გა­ვი­ზარ­დეთ და ახლა მეც ჩემს შვი­ლებს უფ­რო­სი თა­ო­ბი­სად­მი მო­წი­წე­ბით ვზრდი. სწავ­ლა­ში პირ­ვე­ლე­ბი რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, ვინ გვა­პა­ტი­ებ­და? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი დღე ვშრო­მობ­დით, ღა­მე­ე­ბი გა­მი­თე­ნე­ბია და არ მახ­სენ­დე­ბა, და-ძმე­ბი სკო­ლა­ში უს­წავ­ლე­ლე­ბი წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ყვე­ლა­ნი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძლი­ე­რი მა­თე­მა­ტი­კა­ში ვი­ყა­ვი (ალ­ბათ დე­დის­გან გა­მომ­ყვა) და რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, სა­დოქ­ტო­როს ქარ­თულ ფი­ლო­ლო­გი­ა­ში თუ და­ვი­ცავ­დი?

"თა­ნა­კურ­სე­ლებ­მა რომ გა­ი­გეს ჩემ­ზე, ქის­ტი­აო, ეგო­ნათ, ჩან­თით ხან­ჯალს ვა­ტა­რებ­დი"

ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ბოლო წლებ­ში ფი­ზი­კა შე­მიყ­ვარ­და, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავ­და, ხე­ე­დი მარ­გოშ­ვი­ლი, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუყ­ვარ­დი და ალ­ბათ, ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვე­ნი ხე­ო­ბი­დან იმ პე­რი­ოდ­ში არა­ვინ აბა­რებ­და ფი­ზი­კურ­ზე და მე ვი­ყა­ვი ერ­თა­დერ­თი. სიის სა­ნა­ხა­ვად, "მაღ­ლივ კორ­პუს­ში" მი­სულს ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, "უკონ­კურ­სო" რომ ვე­წე­რე . ჩათ­ვლის წიგ­ნა­კის ასა­ღე­ბად როცა მი­ვე­დი, მკი­თხეს, პან­კი­სე­ლი ქის­ტი თქვენ ხარ­თო? ჩვენს დე­კანს რომ გა­უ­გია, ქის­ტი აბა­რებ­სო, უთ­ქვამს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­ვდე­სო და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­უფრ­თხი­ლე­ბია, ცო­ცხა­ლი ქის­ტი არ მყავს ნა­ნა­ხი და როცა მოვა, აუ­ცი­ლებ­ლად ჩემ­თან შე­მო­იყ­ვა­ნე­თო. გააგრძელეთ კითხვა
იზო
20 აპრილი 2021 18:37
უაღრესად კარგი პიროვნება და პროფესიონალი ექიმი დავით დუიშვილი, ყველას რომ გვიყვარს! ვეთანხმები ქალბატონ გულიკო მიქაძეს, ქისტი ჩვენს ცნობიერებაში ქართველია!
გულიკო მიქაძე
15 აპრილი 2021 23:32
ქისტი ჩემთვის ქართველია ვაჟამ ვაჟამ შემაყვარა ვისაც ვიცნობ ყველანი უკეთილშობილესი ადამიანები არიან
ოთარი
15 აპრილი 2021 21:31
ღმერთს ებარებოდე

რედაქტორის რჩევით
რა მიგაჩნიათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყველაზე დიდ პრობლემად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რა მიგაჩნიათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყველაზე დიდ პრობლემად?
თვის კითხვადი სტატიები