"რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას" - რა განცხადება ვრცელდება ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ
"რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას" - რა განცხადება ვრცელდება ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ
"რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას" - რა განცხადება ვრცელდება ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, სა­დაც ის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ბესო ზან­გუ­რის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს, რუს­თა­ვე­ლის ტე­ატ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გმო­ბენ ყო­ველ­გვარ ძა­ლა­დო­ბას.

"რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რი გმობს ყო­ველ­გვარ ძა­ლა­დო­ბას, მათ შო­რის ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას!" - წერია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა თქვა, ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ძა­ლა­დო­ბა იყო. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბესო ზან­გუ­რი მას ფი­ზი­კუ­რა­დაც
უს­წორ­დე­ბო­და და ამ ყვე­ლა­ფერს თავი გაქ­ცე­ვით და­აღ­წია.

"რთუ­ლი მო­სა­ყო­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­დე­საც ამ­დე­ნი ხანი ჩუ­მად ხარ. ისე­დაც ამ­დე­ნი დო­ზით არის ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა. არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ერთ-ერთი გავ­ხდე­ბო­დი, ვი­საც ასე­თი ცხოვ­რე­ბა მო­უ­წევ­და. თუმ­ცა არც ისე­თი ვარ­დის­ფე­რი სამ­ყა­რო იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გო­რიც მე­გო­ნა. პირ­ვე­ლად რა მი­ზე­ზით აღ­მარ­თა
ხელი, ეს არ მახ­სოვს, მაგ­რამ მახ­სოვს, ძა­ლი­ან შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წინ და მე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად... მცე­მა ძა­ლი­ან. ამ ყვე­ლა­ფერს მოს­დევ­და კო­რი­ან­ტე­ლი ბო­დი­შე­ბის და სა­ჩუქ­რე­ბის, რო­მე­ლიც მე აღარ მჭირ­დე­ბო­და.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად ხდე­ბო­და. მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ის, რომ ჭა­მის შემ­დეგ თეფ­ში და ჩან­გა­ლი თა­ვის დრო­ზე არ გა­მე­რე­ცხა, ან შუქ­ნი­შან­ზე გა­ჩე­რე­ბი­სას მო­წყე­ნი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ან თუნ­დაც მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი­ყო, ქუ­ჩა­ში უბ­რა­ლოდ და­ნა­ხუ­ლი ბიჭი.

მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლექ­სი აქვს და ამის კომ­პენ­სი­რე­ბას ცდი­ლობ­და ჩემ­თან, მარ­ტი­ვია სუს­ტი და­ჩაგ­რო. მე მა­შინ სუს­ტი ვი­ყა­ვი. რა­ტომ ვპა­ტი­ობ­დი? ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, იყო მუ­ქა­რე­ბი. ვერც ოჯა­ხის წევ­რებს ვუყ­ვე­ბო­დი. ყვე­ლა ელო­დე­ბო­და ჩემ­გან, რომ ვი­ტყო­დი, მიშ­ვე­ლეთ-თქო, მაგ­რამ მე ვერ ვამ­ბობ­დი. ბო­ლოს იყო, რომ ვთქვი, მიშ­ვე­ლე­თო.

ბოლო წვე­თი იყო, რო­დე­საც გას­ტრო­ლებ­ზე იყო, ღა­მის 4 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვი­და, ბე­ბი­ას­თან ვი­ყა­ვი ბავ­შვთან ერ­თად, ვთხო­ვე, რომ იქ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ უარი თქვა. წა­ვე­დით სახ­ლში და რომ და­ი­წყო ღა­მის 4 სა­ათ­ზე, არ გა­ჩერ­და დი­ლის 8 სა­ა­თამ­დე. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­შინ შე­მეძ­ლო, იყო, რომ ჩემი შვი­ლის სა­ხე­ლი მეთ­ქვა, რო­მე­ლიც გვერ­დზე ოთახ­ში ღნა­ო­და. მე ვი­ცო­დი, რომ ბავ­შვი უნდა წა­მეყ­ვა­ნა იქი­დან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები