"ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ კიდევ ერთი "კლასტერი" გაჩნდა"
"ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ კიდევ ერთი "კლასტერი" გაჩნდა"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, "ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ კიდევ ერთი "კლასტერი" გაჩნდა".

ამასთან, როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს მსგავსი ეპიდვითარებაა, როგორც ოქტომბერში იყო, თუმცა იმ განსხვავებით, რომ შემთხვევების რაოდენობის გაორმაგება არ ხდება.

"დაახლოებით ისეთი მდგომარეობა გვაქვს, როგორიც იყო ოქტომბრის შუაში. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ მაშინ ყოველ ორ კვირაში ორმაგდებოდა და სამმაგდებოდა შემთხვევები. ახლა არის მატება, მაგრამ საბედნიეროდ, არ არის გაორმაგება.
ეს იმის დამსახურებაა, რომ შემოდგომისგან განსხვავებით, დღეს მოქმედებს საღამოს შეზღუდვა და ასევე ის, რომ შაბათ-კვირას რესტორნები არ არის. დანარჩენი თითქმის იგივეა, რაც იყო. ამიტომ თუ გვინდა, რომ იგივე არ განმეორდეს რაც იყო, საჭიროა დღეს არსებული რეგულაციები მაქსიმალურად დავიცვათ",- განაცხადა იმნაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
იხილეთ ვიდეო:


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები