"ახლა ქოცი ,ნაცი არ დაიწყოთ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც მტკივა!" - რას წერს ნატო დუმბაძე ნამახვან ჰესის მშენებლობაზე? - კვირის პალიტრა

"ახლა ქოცი ,ნაცი არ დაიწყოთ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც მტკივა!" - რას წერს ნატო დუმბაძე ნამახვან ჰესის მშენებლობაზე?

მუსიკალური პროდუსერი ნატო დუმბაძე საკუთარ მოსაზრებას ნამახვან ჰესის გარშემო ატეხილ ამბავზე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"უწმინდესმა ბევრჯერ მოგვიწოდა ნუ გაყიდით ქართულ მიწასო! იქნებ მართლა უკან უნდა დაიხიოთ?იქნებ ყური დაუგდოთ საქართველოს პატრიარქს!

ახლა ქოცი,ნაცი არ დაიწყოთ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც მტკივა!

ფაქტი სახეზეა გაიყიდა, გაყიდეს!

ვუყურებ, ვუსმენ ამ ახალგაზრდა ბიჭს და ძალიან გულწრფელია, ძალიან! მას არც სკამი სურს და არც თანამდებობა, პატრიოტია და ქართულ მიწას იცავს, ქართულს!

მეამაყება ასეთი ახალგაზრდები!

არ გადავშენდებით, არა!" - წერს დუმბაძე.