"ამაზ­რზე­ნი ტყუ­ი­ლია, რო­მელ­საც 5000 ლარ­ზეც კი ადა­მი­ა­ნი არ უნდა ამ­ბობ­დეს" - როგორ ეხმაურება ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას?
"ამაზ­რზე­ნი ტყუ­ი­ლია, რო­მელ­საც 5000 ლარ­ზეც კი ადა­მი­ა­ნი არ უნდა ამ­ბობ­დეს" - როგორ ეხმაურება ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას?
ბესო ზან­გუ­რი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ნეტ­გა­ზეთ­თან" კო­მენ­ტარს აკე­თებს. მსა­ხი­ო­ბი აცხა­დებს, რომ მისი ყო­ფი­ლი ცოლი სიც­რუ­ეს ამ­ბობს და ძა­ლა­დო­ბას მათ ოჯახ­ში ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს ბესო ზან­გუ­რი ფი­ნან­სურ ინ­ტე­რესს უკავ­ში­რებს, რად­გან გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი სწო­რედ ასე­თია - "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის" წე­სე­ბის თა­ნახ­მად, სა­დაც მა­ყაშ­ვილ­მა ზან­გურ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა, რეს­პონ­დენ­ტი კონ­ვერტს ხსნის, რო­მე­ლიც პი­რა­დი ში­ნა­არ­სის კი­თხვას შე­ი­ცავს. თუ ის კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას გა­და­წყვეტს, ამის­თვის გარ­კვე­ულ თან­ხას მი­ი­ღებს. თუმ­ცა ნი­ნუ­ცა
მა­ყაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მის და­სა­ყი­წ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ამ სა­კი­თხზე არა თან­ხის, არა­მედ იმის გამო სურს სა­უ­ბა­რი, რომ თა­ვის დრო­ზე ამ ამ­ბავს ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა და ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა მის მი­მართ.

"ამ ყვე­ლა­ფერ­ში იჭყლი­ტე­ბა ბავ­შვი, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლია. რომ გა­
დავ­ხე­დოთ ჩემი ცხოვ­რე­ბის რიტმსა და წესს, თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი მამა ვარ და მე­უღ­ლე. რა­მე­ნა­ი­რად გა­მო­ვავ­ლენ­დი სხვა­გა­ნაც ამ მო­ძა­ლა­დე სა­ხეს [რომ ვიყო]", - გა­ნუ­ცხა­და "ნეტ­გა­ზეთს" ბესო ზან­გურ­მა და ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არ სა­უბ­რობ­და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ამ სა­კი­თხზე მა­ნამ­დე. მი­სი­ვე თქმით, თუ მის შვი­ლებ­ზე ამ­გვა­რი "ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა გაგ­რძელ­და", არ გა­მო­რი­ცხავს, სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს სარ­ჩე­ლით.

ამას­თან, ბესო ზან­გუ­რის თქმით, ძა­ლა­დო­ბა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია:
"ვე­მიჯ­ნე­ბით ყვე­ლა­ნა­ი­რად ძა­ლა­დო­ბას და ვე­მიჯ­ნე­ბო­დი ყო­ველ­თვის. ეს ისე­თი ამაზ­რზე­ნი ტყუ­ი­ლია, რო­მელ­საც 5000 ლარ­ზეც კი ადა­მი­ა­ნი არ უნდა ამ­ბობ­დეს", - მსა­ხი­ო­ბის ამ კო­მენ­ტარს "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

ის, ასე­ვე, სიც­რუ­ეს უწო­დებს ყო­ფი­ლი ცო­ლის ბრალ­დე­ბას, რომ მას ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც სცემ­და.

ხოლო კი­თხვა­ზე, რა გახ­და გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზი, მსა­ხი­ო­ბი პა­სუ­ხობს: "არა­ფე­რი. უბ­რა­ლოდ, აი ასე მოხ­და…"

გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა თქვა, რომ ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ძა­ლა­დო­ბა იყო. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბესო ზან­გუ­რი მას ფი­ზი­კუ­რა­დაც უს­წორ­დე­ბო­და და ამ ყვე­ლა­ფერს თავი გაქ­ცე­ვით და­აღ­წია.

"რთუ­ლი მო­სა­ყო­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­დე­საც ამ­დე­ნი ხანი ჩუ­მად ხარ. ისე­დაც ამ­დე­ნი დო­ზით არის ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა. არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ერთ-ერთი გავ­ხდე­ბო­დი, ვი­საც ასე­თი ცხოვ­რე­ბა მო­უ­წევ­და. თუმ­ცა არც ისე­თი ვარ­დის­ფე­რი სამ­ყა­რო იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გო­რიც მე­გო­ნა. პირ­ვე­ლად რა მი­ზე­ზით აღ­მარ­თა ხელი, ეს არ მახ­სოვს, მაგ­რამ მახ­სოვს, ძა­ლი­ან შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წინ და მე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად... მცე­მა ძა­ლი­ან. ამ ყვე­ლა­ფერს მოს­დევ­და კო­რი­ან­ტე­ლი ბო­დი­შე­ბის და სა­ჩუქ­რე­ბის, რო­მე­ლიც მე აღარ მჭირ­დე­ბო­და.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად ხდე­ბო­და. მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ის, რომ ჭა­მის შემ­დეგ თეფ­ში და ჩან­გა­ლი თა­ვის დრო­ზე არ გა­მე­რე­ცხა, ან შუქ­ნი­შან­ზე გა­ჩე­რე­ბი­სას მო­წყე­ნი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ან თუნ­დაც მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი­ყო, ქუ­ჩა­ში უბ­რა­ლოდ და­ნა­ხუ­ლი ბიჭი.

მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლექ­სი აქვს და ამის კომ­პენ­სი­რე­ბას ცდი­ლობ­და ჩემ­თან, მარ­ტი­ვია სუს­ტი და­ჩაგ­რო. მე მა­შინ სუს­ტი ვი­ყა­ვი. რა­ტომ ვპა­ტი­ობ­დი? ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, იყო მუ­ქა­რე­ბი. ვერც ოჯა­ხის წევ­რებს ვუყ­ვე­ბო­დი. ყვე­ლა ელო­დე­ბო­და ჩემ­გან, რომ ვი­ტყო­დი, მიშ­ვე­ლეთ-თქო, მაგ­რამ მე ვერ ვამ­ბობ­დი. ბო­ლოს იყო, რომ ვთქვი, მიშ­ვე­ლე­თო.

ბოლო წვე­თი იყო, რო­დე­საც გას­ტრო­ლებ­ზე იყო, ღა­მის 4 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვი­და, ბე­ბი­ას­თან ვი­ყა­ვი ბავ­შვთან ერ­თად, ვთხო­ვე, რომ იქ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ უარი თქვა. წა­ვე­დით სახ­ლში და რომ და­ი­წყო ღა­მის 4 სა­ათ­ზე, არ გა­ჩერ­და დი­ლის 8 სა­ა­თამ­დე. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­შინ შე­მეძ­ლო, იყო, რომ ჩემი შვი­ლის სა­ხე­ლი მეთ­ქვა, რო­მე­ლიც გვერ­დზე ოთახ­ში ღნა­ო­და. მე ვი­ცო­დი, რომ ბავ­შვი უნდა წა­მეყ­ვა­ნა იქი­დან".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა