ხელისუფლების რეპრესიული ხელია მომართული ჩვენს წინააღმდეგ"- "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, "ენკას" ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს
ხელისუფლების რეპრესიული ხელია მომართული ჩვენს წინააღმდეგ"- "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, "ენკას" ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს
"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სოფელ გუმათთან, "ენკას" სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს.

დაპირისპირება პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, კომპანია"ენკას" კუთვნილი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაიწყო. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის მონაწილეები ავტომობილებს ხელებაწეული დახვდნენ, თუმცა პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციაზე ათამდე ადამიანია დაკავებული.

"ხელისუფლების რეპრესიული ხელია მომართული ჩვენს წინააღმდეგ. ბიჭები დახვდნენ „ენკას“ მანქანებს ხელებაწეული, მშვიდობიანად, არ ვატარებდით მათ ხეობაში. პირდაპირ დარბევაზე გადმოვიდა პოლიცია,
ადამიანები მანქანებს მიახეთქეს", - აცხადებს გოლეთიანი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში პერსპექტივა არ აქვს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, პოლიციამ მოხსნას "გუმათჰესთან" აღმართული ბლოკპოსტი და ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალება მისცეს. სამართალდამცველები კი შეკრებილებს მოუწოდებენ, გზა გახსნან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართლოსი
14 აპრილი 2021 09:00
იქნებ, მოქმედი ელექტროსადგურების დემონტაჟზეც ეზრუნა პატრიოტ გოლეთიანს

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა