"ისედაც ვაპირებ წასვლას! მოდით და მოიწყეთ ორგიები! ყველაფრის ღირსნი ხართ! სასტიკი სასჯელისა!" - კვირის პალიტრა

"ისედაც ვაპირებ წასვლას! მოდით და მოიწყეთ ორგიები! ყველაფრის ღირსნი ხართ! სასტიკი სასჯელისა!"

"წინათ, ქალი, ქმარი რომ მისტოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო!" - რობერტ სტურუა

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები!

და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!" - ამის შესახებ რობერტ სტურუამ საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ქალებმა კი არ დაიწყეს რეპრესიები, ძალადობის წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა! ხელს ნუ დააფარებთ მოძალადეს! სირცხვილია!" - წერს რეჟისორს სოციალური ქსელის წევრი, რასაც რობერტ სტურუას მხრიდან საპასუხო პოსტი მოყვა.

"წინათ, ქალი, ქმარი რომ მისტოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბებენ!

ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს!

P.S.

სხვათაშორის ჯონი დეპმა მოიგო საქმე!

საზიზღარმა მოძალადემ!" - სწორედ ამ პასუხმა გამოიწვია საზოგადოების ნაწილის აღშფოთება და სტურუა მკაცრად გააკრიტიკეს.

კომენტარებშივე ირკვევა, რომ რობერტ სტურუა წასვლას გეგმავს.

"ისედაც ვაპირებ წასვლას! მოდით და მოიწყეთ ორგიები!" - წერს რეჟისორი.

ცოტა ხნის წინ კი სტურუამ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა:

"როცა კაცს კლავთ და არ ხართ მის დანაშაულში 100% დარწმუნებული, ყველაფრის ღირსნი ხართ! სასტიკი სასჯელისა!", - წერს იგი.