"რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ჰქონ­და თა­ვის ტრავ­მის მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თი და პა­ტა­რა გარ­თუ­ლე­ბა" - როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

"რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ჰქონ­და თა­ვის ტრავ­მის მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თი და პა­ტა­რა გარ­თუ­ლე­ბა" - როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

მოგეხსნებათ, პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია თურქეთის შემდეგ, მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს. ამ ხნის განმავლობაში მის გვერდით იმყოფება მეუღლე - ანა ჯაბაური, რომელიც ცოტნეს ამჟამინდელ მდგომარეობაზე გვესაუბრება:

"ცოტნეს ჯანმრთელობა სტაბილურია. რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა თავის ტრავმის მოგვიანებითი და ჩვენთვის მოულოდნელი პატარა გართულება, რომელიც სამწუხაროდ, ასეთი მძიმე დაზიანებების შემთხვევაში პაციენტთა 80-90 %-ში, პირველი ხუთი წლის განმავლობაში აღინიშნება. ამ გართულების გამო, ცოტნე გადავიყვანეთ მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციალიზებულ ცენტრში, სადაც დარგის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალმა - ორი უნივერსიტეტის პროფესორმა, განყოფილების გამგემ, მაქსიმალურად სწრაფად აღმოფხვრა პრობლემა და ცოტნე ნელ-ნელა უბრუნდება აქტიური რეაბილიტაციის პროცესს. ზოგადად, მდგომარეობა ნელი ტემპით, მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება. ცოტნემ დაიწყო მეტყველება, ყოველდღიურად ახალ-ახალ სიტყვებს ამბობს, დაიწყო წინადადებების აწყობაც. ნელ-ნელა უმჯობესდება მისი როგორც მოტორული, ასევე კოგნიტიური ფუნქციები. მოკლედ, ნელი პროგრესი და დადებითი დინამიკა სახეზე გვაქვს. ბრძოლაში ვართ ყოველდღე, ყველაზე ძლიერი მებრძოლი მაინც ცოტნეა..."