"ნინუცა ურთულეს პროცესებს გადიოდა, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი სჭირდებოდა, ძალიან დიდი დრო დასჭირდა, რომ ცხოვრებას დაბრუნებოდა" - კვირის პალიტრა

"ნინუცა ურთულეს პროცესებს გადიოდა, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი სჭირდებოდა, ძალიან დიდი დრო დასჭირდა, რომ ცხოვრებას დაბრუნებოდა"

უახლესი ინფორმაცია, რომელიც ნინუცა მაყაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა - რას ამბობს რუსკა მაყაშვილი:

"წლების განმავლობაში, ნინუცა ურთულეს პროცესებს გადიოდა, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი სჭირდებოდა, ძალიან დიდი დრო დასჭირდა, რომ ცხოვრებას დაბრუნებოდა".

ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო უწყებაში მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ბესო ზანგურს შეეხებოდა. მაყაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემაში "ფარული კონვერტი" განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. აღნიშნულ ფაქტს ბესო ზანგური უარყოფს.

იხილეთ ვიდეო: