"შე­დით სტუ­რუ­ას გვერ­დზე და მიხ­ვდე­ბით, რა­ტომ და­მარ­ტყეს მე და სი­ნამ­დვი­ლე­ში ვის ურტყამ­დნენ!" - რას წერს ბესო ზანგური - კვირის პალიტრა

"შე­დით სტუ­რუ­ას გვერ­დზე და მიხ­ვდე­ბით, რა­ტომ და­მარ­ტყეს მე და სი­ნამ­დვი­ლე­ში ვის ურტყამ­დნენ!" - რას წერს ბესო ზანგური

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი მეუღლე, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ დაწყებული კამპანია რობერტ სტურუას წინააღმდეგ არის მიმართული.

ცნობისთვის, ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ბესო ზანგური და რუსთაველის თეატრის ადმინისტრაცია არაერთმა რიგითმა მოქალაქემ, მსახიობმა თუ კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენელმა გააკრიტიკა. მათ შორის იყო, მსახიობი თამთა ინაშვილი, რომელმაც ბესო ზანგურის თეატრიდან გაშვება მოითხოვა და მასთან ერთად სცენაზე დგომაზე უარი განაცხადა.

"ვინ არის თუთა ინაშვილი, რომ მე მიკრძალავს და ამბობს არ აპირებს ჩემთან თამაშს? რა გააკეთა? რა ამბიციებია? ფემინისტთა სახლში ხომ არ ერევა ეს ღირსეული სასახლე ან იმ ბოტების შემოსევაში გუშინ რომ რუსთაველის გვერდს შეესიენ?

ამხელა კაცს, რობერტ სტურუას როგორ და რა ენით ესაუბრებიან მაყაშვილის კლასტერი, შედით სტურუას გვერდზე და მიხვდებით, რატომ დამარტყეს მე და სინამდვილეში ვის ურტყამდნენ!

ახლა კინაღამ დამავიწყდა სა"ლ"ამი (თუთა) თამუნა! ერთ-ერთ სპექტაკლში მახსოვხარ მხოლოდ... სადაც მთავარ როლს ვასრულებ და შენ შემოდიხარ და გადიხარ. კარგად აკეთებ ამას.

სულ მავიწყდები შიგადაშიგ, მსახიობი თუთა ერთხელ არ მოვიდა სპექტაკლზე ეგონა ჩააგდებდა და დაარტყავდა რუსთაველის თეატრს.

"ნაციონალური მოძრაობის" აქციის გამო, მსახიობი რომ სპექტაკლის ჩაგდებას ეცდები და სამაგალითოდ არ გაგისვრიან, ეს ცალკე სტურუას ლოიალური დემოკრატიაა!

იმედია მალე შეცვლის ამ დამოკიდებულებას, სხვათაშორის სპექტაკლი არ ჩავშალეთ, ისე ვითამაშეთ არც დაემჩნა მისი ყოფნა-არ ყოფნა არც სპექტაკლს და თეატრს მით უმეტეს, ხალხს ნუ ატყუებთ, ეგ ერთადერთი სპექტაკლია სადაც შემოდიხარ.... დააა... გადიხარ! - მოხსნილია, ასე რომ დამშვიდდი. დლოსები ცქალა აქციისკენ," - წერს ზანგური.