"ძირს არაკაცები! ახლა უფრო კარგად ვხვდები, რატომ ხვდებოდა თავში ჩემი ძალიან მძიმე ჩანთები მამრობით სქესს" - კვირის პალიტრა

"ძირს არაკაცები! ახლა უფრო კარგად ვხვდები, რატომ ხვდებოდა თავში ჩემი ძალიან მძიმე ჩანთები მამრობით სქესს"

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აზიარებს ამონარიდს გიორგი გასვიანის გადაცემიდან - "დეტექტორი", რომელშიც მსახიობი ბესო ზანგურია მიწვეული და მის პირად ცხოვრებაზე საუბრობს.

შეკითხვა კი ასეთია - "თვლით, რომ ქალისთვის ძლიერი მამაკაცი ხართ?" მაია კაჭკაჭიშვილი ამ ვიდეოზე კომენტარს აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"უუხ შენ გენაცვალე სიძლიერეში.

ახლა უფრო კარგად ვხვდები რატომ მაქვს დიდი პრობლემები მამრობით სქესთან და რატომ ხვდებოდათ თავში ჩემი ძალიან მძიმე ჩანთები (ბევრი დამეთანხმება მოძალადე უზრდელ, ხეპრე და კორმით გამოზრდილ ორას კილოიან დაცვებს ჩანთა და მასში მყოფი ყველა სუნამო და კიდევ მრავალი საგანი ელეწებოდათ თავზე) (ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა).

მაგრამ ისეთი მესხური სული მაქვს (გეცოდინებათ მესხებზე ლეგენდები მაინც), რომ ნებისმიერი მოძალადის წინაშე ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ!!

ძირს არაკაცები!!!", - წერს კაჭკაჭიშვილი.

იხილეთ ასევე: "შედით სტურუას გვერდზე და მიხვდებით, რატომ დამარტყეს მე და სინამდვილეში ვის ურტყამდნენ!" - რას წერს ბესო ზანგური

"ნინუცა ურთულეს პროცესებს გადიოდა, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი სჭირდებოდა, ძალიან დიდი დრო დასჭირდა, რომ ცხოვრებას დაბრუნებოდა"

"ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!" - როგორ ეხმაურება რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის განცხადებას