ავლაბარში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა მძევლად რამდენიმე ადამიანი აიყვანა - ამის გამო, დაკეტილია მეტროსადგურიც - კვირის პალიტრა

ავლაბარში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა მძევლად რამდენიმე ადამიანი აიყვანა - ამის გამო, დაკეტილია მეტროსადგურიც

ავლაბრის მეტროსთან მდებარე "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე პირი მძევლად ჰყავს აყვანილი.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

"ინტერპრესნიუსი" დეტალების გარკვევას ცდილობს.

თავდასხმის გამო, მეტროსადგური "ავლაბარი" დროებით დაიკეტა. მეტროსადგური მგზავრებს ამ დროისთვის არ ემსახურება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროსადგური სამართალდამცავებს აქვთ დაკეტილი.

ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე პირი მძევლად ჰყავს აყვანილი. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

"ინტერპრესნიუსი"