დავით კოდუას საპატიმროში კორონავირუსი დაუდასტურდა
დავით კოდუას საპატიმროში კორონავირუსი დაუდასტურდა
ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს, დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, კოდუა საკანში მარტო იმყოფებოდა და მას სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია.

"პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესახლებულ დ. კ. -ს გეგმიური Pჩღ ტესტირებით "კოვიდ-19" დაუდასტურდა . ბრალდებული დ.კ (დაბადებული 1968წ) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს ჩOVID -19
არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური Pჩღ ტესტირება, რითაც დადასტურდა ჩOVID -19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დავით კოდუას
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 აპრილს შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ"" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები