"ჩვენი სირცხვილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იქ არ არის" - კვირის პალიტრა

"ჩვენი სირცხვილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იქ არ არის"

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მოსაზრებას გამოთქვამს უკრაინასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საკითხზე, კერძოდ, რამდენიმე ქვეყნის მინისტრების ვიზიტის შესახებ, რომელთა შორის, საქართველოს წარმომადგენლის არყოფნა მისთვის სირცხვილად ითვლება:

"უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ ლიეტუვას, ესტონეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ჩვენი სირცხვილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იქ არ არის.

ძალიან სირცხვილია, როცა ამდენი ხანია ელჩი გვყავს გამოწვეული, ისტორიულად მოძმე და მოკავშირე სახელმწიფოდან.

#staystrongUkraine", - წერს ქადაგიძე.