„ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს, დღის ბოლოდან გაიხსნება
„ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს, დღის ბოლოდან გაიხსნება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "ფაიზერის" მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს, დღის ბოლოდან გაიხსნება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინირებული პირები მეორე დოზის გაკეთებას მხოლოდ იმ დაწესებულებებში შეძლებენ, სადაც პირველი დოზა გაიკეთეს.

"ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც მინდა დავაფიქსირო არის ის, რომ მოქალაქეს მეორე დოზა შეუძლია ჩაიტაროს და მიიღოს იქ, სადაც გაიკეთა პირველი დოზა. ამდენად, ამ მიმართულებით თხოვნა გვაქვს, რომ პროცედურები დაცული იყოს. დღეს, დღის ბოლოდან გაიხსნება რეგისტრაცია და მიიღებენ შეტყობინებას რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
"ფაიზერის" დოზები გადანახულია, არაფერს ველოდებით და ამდენად, ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

რაც შეეხება "ასტრაზენეკას", არ გასულა ჯერ 8 კვირა. 15 მარტი იყო ყველაზე ადრეული პერიოდი, როდესაც "ასტრაზენეკას" პირველი დოზის ვაქცინაცია ჩატარდა, ამდენად, 15 მაისი არის პერიოდი, თუ 8-კვირიან პერიოდზე შევთანხმდებით, დაიწყოს განმეორებითი დოზების გამოყენება და ამასთან
დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაავრცელებს ინფორმაციას", - განაცხადა გაბუნიამ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები