"ხვიჩა ჩვენი იმედია, ძალიან მორწმუნე და თავმდაბალი ადამიანია" - რას ჰყვება ირაკლი ფირცხალავა ხვიჩა კვარაცხელიაზე - კვირის პალიტრა

"ხვიჩა ჩვენი იმედია, ძალიან მორწმუნე და თავმდაბალი ადამიანია" - რას ჰყვება ირაკლი ფირცხალავა ხვიჩა კვარაცხელიაზე

პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ძალიან დამწყდა გული, როდესაც ესპანეთმა ბოლო წუთზე გაგვიტანა გოლი, რადგან მინიმუმ ქულას ვიმსახურებდით.

ახალ მწვრთნელს ნაკრების მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს ტრადიციული შეცდომა დავუშვით და ბოლო წუთზე გოლი გავუშვით.

ძალიან მომეწონა ახალი ბიჭები - ჩაბრაძე და გიორბელიძე. კი დაუშვეს შეცდომები, მაგრამ დებიუტი ჰქონდათ და ეს ნორმალურიც კი არის.

უფრო მომწონდა, როდესაც ნაკრები კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა. მაგალითად, კახა ცხადაძის გუნდი უფრო მომწონდა იმიტომ,

რომ მაშინ 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობდით.

ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და ვფიქრობ, რომ კარგი გუნდის გაკეთება შეგვიძლია. ახლა შედეგია მნიშვნელოვანი, რადგან დავიღალეთ კარგად თამაშით და წაგებით. გააგრძელეთ კითხვა