"ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში...ეს გაგდებაზე უარესია, მინდა იცოდეთ..." - როგორ ეხმაურება ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის ბრძანებას?
"ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში...ეს გაგდებაზე უარესია, მინდა იცოდეთ..." - როგორ ეხმაურება ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის ბრძანებას?
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა გამოსცა ბრძანება,  მსახიობ ბესო ზანგურის  მიმდინარე რეპერტუარების ყველა როლიდან დროებით მოხსნაზე. ამის შესახებ ზანგურმა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა.

ბრძანების თანახმად, ბესო ზანგური ვერ მიიღებს სპექტაკლებში მონაწილეობას მანამ, სანამ არ გაირკევვა მისი ბრალეულობა.

"როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში...ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი ....რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან...ეს გაგდებაზე უარესია, მინდა იცოდეთ...
გაიხარეთ" - წერს მსახიობი.

შე­გახ­სე­ნებთ, ნი­ნუ­ცა
მა­ყაშ­ვი­ლმა  ყო­ფილი ქმარი,  რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობი, ბესო ზან­გური ძა­ლა­დო­ბა­ში დაადა­ნა­შა­უ­ლა. მა­ყაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" გა­ნა­ცხა­და, რომ ყო­ფი­ლი ქმა­რი მას­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და ორ­სუ­ლო­ბის დრო­საც.









ნინო
17 აპრილი 2021 13:18
წინასწარ დამნაშავედ აცხადებთ?
ხევისბერი
16 აპრილი 2021 22:18
"ბრძანების თანახმად, ბესო ზანგური, ვერ მიიღებს სპექტაკლებში მონაწილეობას მანამ, სანამ არ გაირკევვა მისი ბრალეულობა"...აზრზე ხართ, თეატრის ხელმძღვანელობავ? პირიქით უნდა იყოს! სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა, იგი აბსოლუტურად უდანაშაულოა! ზანგურის ადგილას სასამართლოს სკამს გაგაცვეთინებდით წლობით, არამზადებო! ე.ი .ჩემმა ყოფილმა ორი ცრემლი რომ ჩამოუშვას ათი წლის მერე, სამსახურიდან უნდა მომხსნან? დაუმტკიცებლად და დაუსაბუთებლად?
გიორგი
16 აპრილი 2021 21:18
მეჩვენება ალბათ: სტურუა აწერს ხელს ბრძანებას??? ისე ამ ზანგურსაც კარგი ამბიციები ჰქონია რუსთაველის თეატრის გადარჩნაზე. დავიჯერო მართლა ასეა, რომ ბესო ზანგურმა იხსნა რუსთაველის თეატრი?

რუბრიკის სხვა სიახლეები