"ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში...ეს გაგდებაზე უარესია, მინდა იცოდეთ..." - როგორ ეხმაურება ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის ბრძანებას? - კვირის პალიტრა

"ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში...ეს გაგდებაზე უარესია, მინდა იცოდეთ..." - როგორ ეხმაურება ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის ბრძანებას?

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა გამოსცა ბრძანება,  მსახიობ ბესო ზანგურის  მიმდინარე რეპერტუარების ყველა როლიდან დროებით მოხსნაზე. ამის შესახებ ზანგურმა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა.

ბრძანების თანახმად, ბესო ზანგური ვერ მიიღებს სპექტაკლებში მონაწილეობას მანამ, სანამ არ გაირკევვა მისი ბრალეულობა.

"როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში...ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი ....რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან...ეს გაგდებაზე უარესია, მინდა იცოდეთ... გაიხარეთ" - წერს მსახიობი.

შეგახსენებთ, ნინუცა მაყაშვილმა  ყოფილი ქმარი,  რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური ძალადობაში დაადანაშაულა. მაყაშვილმა გადაცემა "ფარულ კონვერტში" განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.

წყარო