"ელისო ბოლქვაძე იმიტომ გახდა ცნობილი პიანისტი, რომ ლაპარაკი არ უწევდა" - კვირის პალიტრა

"ელისო ბოლქვაძე იმიტომ გახდა ცნობილი პიანისტი, რომ ლაპარაკი არ უწევდა"

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენერალური მდივანი  ფადი ასლი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის განცხადებებს ეხმაურება.

"ელისო ბოლქვაძე იმიტომ გახდა ცნობილი პიანისტი, რომ ლაპარაკი არ უწევდა" - წერს "ფეისბუქზე" ბიზნესმენი.

მე თვითონ ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგ, - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში საარსებო მინიმუმის შემცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაჭირვება ბევრ ქვეყანაშია.

ამასთან, ბოლქვაძის თქმით, იმისთვის, რომ საარსებო მინიმუმი 178 ლარზე მეტი იყო, "წარამარა გამოსვლები არ უნდა იყოს".

"საქართველო არის სოციალურად მძიმე მდგომარეობაში და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მთელი მსოფლიო ჩავარდა კატასტროფის წინაშე. ამიტომ

ამით სპეკულირება, რომ ვაიმე, საარსებო მინიმუმი ხუთი ლარით, რატომ შემცირდა… ეს გამოკვლევის თემაა, არ ვიცი, რომელ გამოკვლევას ეყრდნობით, სხვა გამოკვლევები არის საჭირო. იცით ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის გაჭირვება? ბევრ ქვეყანაშია გაჭირვება. არის ძალიან დიდი ამპლიტუდა მდიდრებს და ღარიბებს შორის და არ არის საშუალო ფენა,

რომელიც არის მსოფლიო პრობლემა საერთოდ. მე იმას არ ვამბობ, რომ არ არის გაჭირვება, როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგ.

ცოტაა 178 ლარი, ნამდვილად ძალიან ცოტაა, მაგრამ იმისთვის, რომ არ იყოს 178 ლარი, ამისთვის არ უნდა დაიხოცონ ადამიანები, უნდა იყოს წყნარი ცხოვრება, არ უნდა იყოს წარამარა გამოსვლები, რომელიც აფრთხობს ტურისტებსაც, ეკონომიკასაც და ანგრევს ამ ქვეყანას", - განაცხადა ბოლქვაძემ.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ მსახიობ ნინუცა მაყაშვილთან და მის ყოფილ მეუღლე ბესო ზანგურთან დაკავშირებულ საქმეზეც გააკეთა კომენტარი.

"რობერტ სტურუა საქართველოს ძალიან დიდისიამაყეა. ძალიან კარგად იცით, რომ ეს ადამიანი არის უდიდესი ხელოვანი. ეს არის მოცემულობა. მან შეიძლება მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, ვისაც ეუბნებიან, რომ ძალადობაში იყო ჩათრეული. ის ამბობს: - ჯერ გაარკვიეთ. როცა ამხელა აგრესია წამოვიდა, ამას კარგად გაანალიზება უნდა. მსოფლიოს ახსოვს მაგალითები, როცა 20-30 წლის შემდეგ

ვიღაც აყვირდება, რომ რაღაც მოხდა. ამას გარკვევა სჭირდება. ყოფილა პოლანსკის მაგალითი... ის არ თვლის, რომ სავარაუდო მოძალადეა და ალბათ ამიტომ თავის მსახიობს უჭერს მხარს. არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება ამის არ სჯერა... ეს ისეთი თემაა, რაც არავინ არ იცის. არის ზეპირსიტყვიერება... როცა ადამიანი 10 წელი არაფერს ამბობს და 10 წლის შემდეგ ისეთ რაღაცას იტყვის, რასაც ვერ დაამტკიცებს, არ უშვებთ იმას, რომ ვიღაცას ეს რაღაცის ასაგორებლად შეიძლება სჭირდებოდეს?! ზოგადად, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. ამის მაგალითები ბევრჯერ ყოფილა", - განუცხადა ჟურნალისტებს ელისო ბოლქვაძემ.