რას აცხადებენ სენატორები შაჰინი და ჯონსონი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე? - კვირის პალიტრა

რას აცხადებენ სენატორები შაჰინი და ჯონსონი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე?

აუცილებელია მოლაპარაკება ორივე მხარემ კეთილსინდისიერად აწარმოოს , - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარის, ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი, უფროსი წევრის, სენატორ რონ ჯონსონის წერილობითი კომენტარში, რომელსაც „ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი იმედს იტოვებენ, რომ „ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის“ სწრაფად გადაჭრას იხილავენ.

"სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"