"თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება"
18-04-2021
"თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება"
თუ უფალი ინებებს არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გაუნათლებელი და „ვითომ პოლიტიკოსების“ გამო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას.

"ამ პოლიტიკოსებმა საშინელი დანაშაული ჩაიდინეს, როცა შემოდგომაზე ჩაატარეს ჩვენთან არჩევნები. ამას სიკვდილიანობა მოჰყვა. წარმოიდგინეთ, ბათუმში რა უდიდესი შეცდომა იყო, კარვებში აცრების ჩატარება?! რა მივიღეთ?!

ახლა პარლამენტი,
არავის არ უნდა. ზოგი იძახის, შევალ. ზოგი იძახის, არ შევალ. კარვებით რამეს დაამარცხებ?! მსოფლიო გეუბნება - თუ გინდა ჩვენთან ურთიერთობა, პარლამენტის წესით მოახდინეთ ცვლილებები.

კეთილი ინებეთ და საქართველოს რაც სჭირდება ის გააკეთეთ! შედით კანონებიც მიიღეთ და ცვლილებანიც! თუ უფალი
ინებებს, არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება. ჩვენი მტრების საქმეს ნუ აკეთებთ! რამდენი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ამ გაუნათლებელი და ვითომ პოლიტიკოსების გამო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

"ინტერპრესნიუსი"
მახა
18 აპრილი 2021 22:50
შენ მგონი უფალი ბიძინა გგონია!

რედაქტორის რჩევით
რომელი ქვეყნის მიერ წარმოებულ ვაქცინას ენდობით ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი ქვეყნის მიერ წარმოებულ ვაქცინას ენდობით ყველაზე მეტად?