"ერთი თვეა გიგასთან შეხვედრას ვითხოვ, რომ ჩემით რასაც ვერეკები, ან ვაპირებ - შევუთანხმო და იცოდეს, მერე რომ არ გაუკვირდეს" - კვირის პალიტრა

"ერთი თვეა გიგასთან შეხვედრას ვითხოვ, რომ ჩემით რასაც ვერეკები, ან ვაპირებ - შევუთანხმო და იცოდეს, მერე რომ არ გაუკვირდეს"

"ერთი თვეა გიგასთან შეხვედრას ვითხოვ, რომ ჩემით რასაც ვერეკები, ან ვაპირებ - შევუთანხმო და იცოდეს, მერე რომ არ გაუკვირდეს", - წერს გიგა ბოკერიას მეუღლე, "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"დღეს უნდა შევხვედროდი 3 საათზე (არ ვხუმრობ, მართლა, გიგა უნდა დაჯდეს, შეგხვდეს და ისე მოგისმინოს და ყველა დეტალში ჩაგეძიოს, მე სხვანაირად ვმუშაობ, მაგხელა შეხვედრები საერთოდ არავისთან არ მაქვს, ერთი ბენდუქიძესთან მქონდა).

სამ საათზე დანიშნეს მოლაპარაკებები. მერე გადაწიეს ხუთზე. და ახლა გადაწიეს შვიდზე.

ჩემი შეხვედრა თემაზე - "როგორ აყვავდეს ლიბერალური დემოკრატია საქართველოში" საბოტირებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

ეს თვალსაჩინოებისთვისაა ეს ფოტო - თორემ იმდენი ვწერე, რამე რომ არ გამომრჩეს და კიდევ ერთი თვე არ ველოდო ...", - წერს ჩერგოლეიშვილი.