"კიდევ ერთხელ შემოვკრავ განგაშის ზარებს! გადაარჩინეთ სასწრაფოდ!" - კვირის პალიტრა

"კიდევ ერთხელ შემოვკრავ განგაშის ზარებს! გადაარჩინეთ სასწრაფოდ!"

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პროფკავშირების თავმჯდომარეს აკრიტიკებს და ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ქონების გადარჩენას ითხოვს:

"ამ ერთხელაც ვიტყვი! კიდევ ერთხელ შემოვკრავ განგაშის ზარებს!

ერთხელაც ვეტყვი ხელისუფლებას, რომ მიხედოს!

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს, ამ პოსტზე ყოფნის ბოლო თვეები დარჩა!

კანონით გათვალისწინებული ფაშად ყოფნის და ქვეყნის, ანუ ჩვენი საერთო ქონების გაყიდვის საშუალების ყველა ვადა ეწურება!

სულ მეგონა, რომ მილიარდობოთ ლარის ქონება, რომელიც პეტრიაშვილმა 2005 წელს ჩაიბარა, უკვე ბოლომდე ჰქონდა "გასუხარებული", მაგრამ არა... შემოუტოვებია ტკბილი ლუკმა!

ამიტომ!!!... ახლა, ბოლოჯერ, შემოვკრავ განგაშის ზარს!!!

SOS!!! SOS!!! SOS!!!

გადაარჩინეთ პროფკავშირების ბალანსზე რიცხული და ჯერ კიდევ არგაყიდული ქონება!!!

გადაარჩინეთ სასწრაფოდ!!! რადგან უკვე დასრულდა მოლაპარაკებები და ამ საგანძურსაც საკუთარი ჯიბისთვის გაყიდის!!!

კორუფციული სქემით გასაყიდად გამზადებული ქონების ნუსხა:

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში მდებარე "პანსიონატი კეჩხობი". ხსენებული უძრავი ქონების შეძენით და მასზე დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობით, ი.პეტრიაშვილთან ერთად დაინტერესებულნი არიან საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები;

2. ქ.თბილისში, დაბა წყნეთში არსებული პროფკავშირების ბალანსზე რიცხული მიწის ფართობი, შემდგომში ნაკვეთზე სასტუმრო კომპლექსის შესაძლო მშენებლობის მიზნით.

(მადლობა წყნეთელებს ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის! )

3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ.პატარძეულში და სოფ.გიორგიწმინდაში არსებული პროფკავშირების ბალანსზე რიცხული მიწის ფართები და მათზე არსებული შენობანაგებობები.

...და მაინც შეგახსენებთ!!!

ი.პეტრიაშვილმა ბოლო პერიოდში გაასხვისა:

1. ქ.თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე გაერთიანებული პროფკავშირების ბალანსზე რიცხული მიწის ფართობები;

2. ქ.თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე შენობა.

პროკურატურაში დევს 5 წლის წინ შეტანილი სარჩელი...

რედაქციების არქივებში არის ჩანაწერები და ჩვენი გულისწუხილი!!!

რა ვიცი... მიხედეთ!

ნუ შეაჭმევინეთ ამ კაცს საქართველოს და ქართველი ხალხის ნაშრომ-ნაოფლარი!", - წერს ხათუნა ხოფერია.