საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სპორტსმენი ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონი გახდა:"ლაშა ბექაური (90 კგ) ევროპის ჩემპიონია!ლისაბონში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 90 კილოში ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები - ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი.ფინალური შეხვედრა ბექაურმა იპონით მოიგო და ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. IJF - International Judo Federation", - წერს თეა წულუკიანი.