"ორი შვი­ლის მა­მაა, ეს შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი ოჯახ­მა წუ­ხელ შე­ი­ტყო" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი? - კვირის პალიტრა

"ორი შვი­ლის მა­მაა, ეს შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი ოჯახ­მა წუ­ხელ შე­ი­ტყო" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი?

უკრაინაში, დონბასში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს ქართველი ლეგიონერის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, ოპერატიულ-ტაქტიკურ ჯგუფ "აღმოსავლეთის" პასუხისმგებლობის არეალში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაიხსნეს.

"მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 128-ე ცალკეული სამთო თავდასხმის ბრიგადის მებრძოლი, უფროსი ჯარისკაცი დავით შარტავა დაიღუპა," - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირაა რეგიონში ვითარება ძალიან დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. ისიც ყველასთვის ცნობილია, რომ უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად იქ ქართველი ლეგიონერებიც იბრძვიან.

სამწუხაროდ, 18 აპრილს უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი, დავით შარტავა დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე მოხდა. დათო შეტაკებების დროს ადგილზე გარდაიცვალა, გუშინ მათი პოზიციები ლულისქვეშა ყუმბარტყორცნებით დაბომბეს. გაგრძელება