"ჟვანიამშვიდობისა" ბატონებო!... ცოტაც და ოლიგარქს მიტაცებულ სახელმწიფოს დავათმობინებთ - რა დროს "რყევებია"?!"
"ჟვანიამშვიდობისა" ბატონებო!... ცოტაც და ოლიგარქს მიტაცებულ სახელმწიფოს დავათმობინებთ - რა დროს "რყევებია"?!"
პარტიის - "კანონი და სამართალი" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც იმ წინადადებას და დოკუმენტს ეხმაურება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შესთავაზა:

"თქვე კაი ხალხო, თითქმის ბოლომდე მივედით, ცოტაც და დავათმობინებთ მიტაცებულ სახელმწიფოს ოლიგარქს და რა დროს "რყევებია"?! იშლებიან, მარტივ მამრავლებად იშლება ეს "რუსული ოცნება" და რას უმაგრებთ ჩაშლილ კედლებს?!

ამ ჩვენმა ბოიკოტმა მთელი
დასავლეთის ყურადღება მიიპყრო, ამერიკის სენატში თქვეს - სასამართლოში კლანია და ოლიგარქია მძლავრობს ქვეყანაშიო ( მეტი რა გვითხრან)?! ეს საჭურისი დოკუმენტი, სადაც არც ჟვანიას გათავისუფლებაზეა საუბარი, არც გარანტია - პრევენციაა იმისა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა იქნება და კვლავ არ გაყალბდება, ან ამ პირობებში, სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმებზე საუბარიც კი არ არის, ჰოდა, აბა, "გამარჯვებად" რა
ჩავთვალოთ - ადგილობრივ არჩევნებს საკანონმდებლო რომ უნდა მივაბათ???

და კიდევ, ერთი რამ: ჩვენ გარეთ პოლიტპატიმრების გამო არ გამოვსულვართ და ბოიკოტი ამიტომ არ გამოგვიცხადებია (რა თქმა უნდა, ვითხოვ პოლიტპატიმრების გამოშვებას), მაგრამ უპირველესი მოთხოვნა ვადამდელი გაუყალბებელი ჯანმრთელი არჩევნებია, რადგან ქვეყანაში უნდა მოხდეს ცვლილება და რეფორმირებულ სახელმწიფოში არც პოლიტპატიმრები გვეყოლება.

რა დოკუმენტია ეს, ასეთი ბუნდოვანი, ხარვეზებით და თან "ფიქტიურ ქორწინებას" ჰგავს, ვერ გაფორმდება ეს " საოცნებო დოკუმენტი" გამარჯვებად ვერ, რადგან დოკუმენტი რომელსაც ძირეული რეფორმები ვერ მოაქვს, რომელიც მოიტანდა სისტემურ ცვლილებებს, ამ ტიპის დოკუმენტს "გამარჯვებად" ვერ გავაფორმებთ, მეტიც ამით ოლიგარქს ვუხანგრძლივებთ სახელმწიფოში თარეშს, სასამართლოში კლანურ მმართველობას!!!!

აბა "ჟვანიამშვიდობისა" ბატონებო!!! "სიბრძნე სიცრუისა", - წერს ჩარკვიანი.



შეხვდით სასტუმროს მეპატრონეებს და იქ გაიგებთ პასუხს კაბინეთებში რომ ხართ ჩაკეტილი
19 აპრილი 2021 14:43
ეკონომიკაზე არა თანამდებობაზე
...
19 აპრილი 2021 13:26
ქალბატონო გვაჩვენე თქვენი გაკეთებული საქმე ისე ლანძღე ,,ოლიგარქი,, რომელმაც საქართველოში ბევრი გააკეთა
...
19 აპრილი 2021 11:55
იმ ოლიგარქმა რამდენი გააკეთა საქართველოსთვის დაწერე თქვენ პატივცემულო თამარა რა გააკეთეთ საქართველოსთვის მხოლოდ თანამდებობა გინდათ მეტი არაფერი

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები