"ნი­კამ მი­თხრა, მოდი, რამე გა­ვა­კე­თო­თო და ვუ­თხა­რი, რომ ჩვენ ერ­თად შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ ტორ­ტი გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი" - კვირის პალიტრა

"ნი­კამ მი­თხრა, მოდი, რამე გა­ვა­კე­თო­თო და ვუ­თხა­რი, რომ ჩვენ ერ­თად შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ ტორ­ტი გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი"

რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა თეონა კოტრიძემ, "იმედის" გადაცემაში "ნოესთან", ისაუბრა, რატომ არის ნიკოლოზ რაჭველზე განაწყენებული:

"იცი, როგორი ინფორმაცია უნდა გაგიმხილო? - ჩემთვის ძალიან მტკივნეული, საიდუმლო, ნაფიქრი, რაც სხვისთვის არ მითქვამს. როდესაც მე და ნინო ქათამაძემ დავგეგმეთ საერთო კონცერტი, მაგ დროს მოლაპარაკება იყო ასეთი, რომ ნიკოლოზ რაჭველი არანჟირებას ნინოსთვის და თეონასთვის გააკეთებდა. მე რომ ჩამოვედი, არც ერთი ჩემი არანჟირება გაკეთებული არ დამხვდა. თუ ამ კონცერტს უყურებ, დაინახავ, რომ თეონა თავის კვინტეტთან, ხოლო ნინო სიმფონიურ ორკესტრთან მღერის. ამ უპასუხისმგებლობას რომ შევეტაკე, მივხვდი, ნიკოლოზ რაჭველს პასუხს ამისთვის არავინ სთხოვს, რუსთაველი მკვდარია, ვის შევჩივლო?! ვინ ითანამშრომლებს აქ ჩემთან ?

რეგულარულად მესმის მაღალი კლასის მუსიკოსების უპასუხისმგებლობაზე, რაც სრულ ისტერიკაში მაგდებს...

მერე როცა დავილაპარაკეთ და ნიკამ მითხრა, მოდი, რამე გავაკეთოთო, ვუთხარი, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია მხოლოდ ტორტი გავაკეთოთ-მეთქი", - იხსენებს თეონა კონტრიძე.