ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - კვირის პალიტრა

ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდება, რომელიც თბილისს 15:00 საათზე ეწვევა.