"შევ­ხვდე­ბით უკე­თეს სამ­ყა­რო­ში, სა­დაც მხო­ლოდ პო­ე­ზი­ის დიქ­ტა­ტუ­რა იქ­ნე­ბა..." - პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა
"შევ­ხვდე­ბით უკე­თეს სამ­ყა­რო­ში, სა­დაც მხო­ლოდ პო­ე­ზი­ის დიქ­ტა­ტუ­რა იქ­ნე­ბა..." - პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა
პო­ე­ტი ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ის მძი­მე სენს, სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და.

"მშვი­დო­ბით, მე­გო­ბა­რო! შევ­ხვდე­ბით უკე­თეს სამ­ყა­რო­ში, სა­დაც მხო­ლოდ პო­ე­ზი­ის დიქ­ტა­ტუ­რა იქ­ნე­ბა..." - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" მწე­რალ­მა თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვილ­მა.

ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1967 წელს, ქა­ლაქ ყა­რა­გან­და­ში, ყა­ზა­ხეთ­ში. 1990-იან წლებ­ში გა­მო­დი­ო­და პო­ე­ტუ­რი პერ­ფორ­მან­სე­ბით და­ვით ჩიხ­ლა­ძეს­თან, შოთა ია­თაშ­ვილ­თან და სხვებ­თან ერ­თად. 2010 წელს შვე­დეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მი­ი­ღო, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და, სწო­რედ იქ და­უდ­გინ­და სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი.

"დღეს ახა­ლი ეტა­პი გა­და­ვი­ა­რეთ! ზუ­რამ გა­ი­გო რომ მძი­მე
ონ­კო­ლო­გი­ურ სენს უნდა ებ­რძო­ლოს! ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს დღე­ე­ბი ამ დღის მე­ში­ნო­და! რა კი­თხვებს დას­ვამ­და, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და... რო­გორ უნდა გაგ­ვეს­წო­რა თვა­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის! იტი­რა, ღმერ­თო რა­ტო­მო! ახლა უკვე მეც ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე თავი... 4 დღის დაგ­რო­ვი­ლი სევ­და და ტკი­ვი­ლი თვა­ლე­ბი­დ
ამ წამსკდა.

ხე­ლე­ბი ჩავ­ჭი­დეთ და ერ­თად ვი­ტი­რეთ, და­ვი­ცა­ლეთ ამ დღე­ებ­ში დაგ­რო­ვი­ლი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის­გან. მერე თვა­ლებ­ზე ცრემ­ლი მომ­წმინ­და და რამ­დე­ნი დარ­ჩაო!!! მე ვუ­პა­სუ­ხე - ეს შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქო! ჰოდა, ვიბ­რძო­ლე­ბო!!! შენ იყა­ვი მაგ­რა­დო... ერ­თად ვიბ­რძო­ლებთ და გა­ვი­მარ­ჯვებთ!!! ხალ­ხო, თქვენ არ იცით რამ­ხე­ლა ძალა ხართ ჩვენ­თვის!" - წერ­და იმ­ხა­ნად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, პო­ე­ტის მე­უღ­ლე ნინო ამი­რე­ჯი­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს ბრძო­ლა 54 წლის პო­ე­ტის და­მარ­ცხე­ბით დას­რულ­და...

ის არა­ერ­თი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რია: "ირექ­ცია", "აპოკ­რი­ფი", "პო­ე­ზი­ის დიქ­ტა­ტუ­რა" და ა.შ.

ამ­ბობ­და, რომ მის­თვის ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე პო­ე­ტუ­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო, მე­ომ­რის პოზა კი - ყვე­ლა­ზე ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა...

kvirispalitra.ge მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და უსამ­ძიმ­რებს ოჯახ­სა და მე­გობ­რებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები