პანდემიის გამო გადადებული ქორწილი და "დიდი პოლიტიკოსი დიდი მოთმინების უნარით" - როგორ ცხოვრობს ქართველი პოლიტიკოსების მთავარი "შემრიგებელი", შარლ მიშელი - კვირის პალიტრა

პანდემიის გამო გადადებული ქორწილი და "დიდი პოლიტიკოსი დიდი მოთმინების უნარით" - როგორ ცხოვრობს ქართველი პოლიტიკოსების მთავარი "შემრიგებელი", შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და მისი ხასიათის განსაკუთრებული შტრიხი - იპოვოს გამოსავალი ყველაზე რთულ სიტუაციებში, ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად გაიცნო. მიშელი გახდა ქართული პოლიტიკური კრიზისის დასასრულის დასაწყისის მთავარი შემოქმედი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მისი ჩართულობის, არაერთგზის მცდელობის შედეგად, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ხელი მოაწერა შეთანხმებას.

გავიცნოთ ევროპელი პოლიტიკოსი უფრო კარგად. 45 წლის ბელგიელი შარლ მიშელი, ევროპულ საბჭოს სათავეში 2019 წლიდან უდგას. აქვს მდიდარი პოლიტიკური წარსული. აღსანიშნავია, რომ შარლის მამა, ლუი მიშელი ბელგიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ასევე, ყოფილი ევროკომისარი გახლავთ.

პოლიტიკური კარიერა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა ლიბერალ რეფორმატორებს შეუერთდა. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე ჯერ ბრიუსელში, ხოლო შემდეგ, ამსტერდამის უნივერსიტეტში. საუბრობს ნიდერლანდურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.

1999 წელს შარლ მიშელი აირჩიეს ბელგიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატად. 2007 წელს ის გახდა ბელგიის განვითარების მინისტრი და ეს თანამდებობა 2011 წლამდე ეკავა. 2011 წელს მიშელი კვლავ წარმომადგენელთა პალატის წევრად აირჩიეს.

2014 წელს ბელგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა და ამ პოსტზე 2019 წლამდე მუშაობდა.

პოლიტიკოსი მოთმინების დიდი უნარით

გააგრძელეთ კითხვა