"ყურ­სას­მე­ნე­ბი ეკე­თა და მა­ტა­რებ­ლის ხმა ვერ გა­უ­გია, ქვებს ეს­როდ­ნენ თურ­მე, რომ ენიშ­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ ვერ გა­ა­გე­ბი­ნეს" - 17 წლის ახალგაზრდა ზესტაფონში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ყურ­სას­მე­ნე­ბი ეკე­თა და მა­ტა­რებ­ლის ხმა ვერ გა­უ­გია, ქვებს ეს­როდ­ნენ თურ­მე, რომ ენიშ­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ ვერ გა­ა­გე­ბი­ნეს" - 17 წლის ახალგაზრდა ზესტაფონში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

ზესტაფონში მომხდარ შემთხვევას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. მას მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში მოხდა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ირაკლი თოფაძეა. იგი აჯამეთში ცხოვრობდა და შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მასწავლებლიდან ბრუნდებოდა.

"ჭოგნარიდან მოდიოდა. კლასელებთან ერთად იყო. ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის ხმა ვერ გაუგია. კლასელები უკან მოყვებოდნენ და მატარებელი რომ დაუნახავთ, ქვებს ესროდნენ თურმე, რომ ენიშნებინათ, მაგრამ ვერ გააგებინეს" - გვიყვება ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ambebi.ge