"საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება, მდგომარეობა სახლში ყოფნის დროს გაუარესდა" - რას წერს თინა ხიდაშელი? - კვირის პალიტრა

"საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება, მდგომარეობა სახლში ყოფნის დროს გაუარესდა" - რას წერს თინა ხიდაშელი?

საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი საავადმყოფოში იმყოფება. როგორც თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა:

"ვწევარ საავადმყოფოში პულტით ხელში. დიდი ხნის შემდეგ პირველად საინფორმაციოების ყურება გადავწყვიტე და ვფიქრობ გაოგნებული - როგორ ვცხოვრობდით გადახვევის ფუნქციის, ან უცხოური არხების გარეშე?

ვიცი გაინტერესებდათ.

P.S. საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება, ვინაიდან მდგომარეობა სახლში ყოფნის დროს გაუარესდა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ორივე ჯერზე საიმედო ხალხის ხელში დროულად აღმოვჩნდი. ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ ძალიან გაიწელა ეს ყველაფერი".

ინფორმაციისთვის, თინა ხიდაშელს და მის მეუღლეს დავით უსუფაშვილს კორონავირუსით ინფიცირების გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ გაურთულდათ. საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი, დაახლოებით ერთი თვის წინ საავდამყოფოდან სახლში გაწერეს.

"მართალია,  სახლშიც ჯერ ისევ აპარატზე უნდა ვიყო, მაგრამ სახლში ვარ, ვმჯობინდები და ალბათ 3-4 კვირაში დაგიბრუნდებით!" - წერდა პოლიტიკოსი.