"რატომ მოატყუე ღმერთი? შენი სიმართლით გევლოს უკუნისამდე!" - დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - კვირის პალიტრა

"რატომ მოატყუე ღმერთი? შენი სიმართლით გევლოს უკუნისამდე!" - დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ხმაური და დაპირისპირება იყო.

არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ტაძარში მივიდა, თუმცა კარი დაკეტილი დახვდა და არ შეუშვეს.

ტაძრის ყოფილი წინამღოლის, მამა დანიელის განცხადებით, მეუფე სტეფანემ პასუხი უნდა გასცეს, რატომ გადააყენა წინამძღოლობიდან და ასევე დაამტკიცოს ის, რის გამოც მეუფე პეტრეს "ცილს სწამებს".

"მიგვაჩნია, რომ ის არის უღირსი მღვდელმთავარი. მან სამ რაღაცაზე უნდა გასცეს პასუხი. პირველი - რატომ ამიკრძალა ტრაპეზთან მიახლოება, მეორე - მეუფე პეტრეს საშინელი ცილი დასწამა. მან ეს უნდა დაამტკიცოს. სანამ მიწაში არ ჩავა ამაზე პასუხი ექნება გასაცემი. მესამე ისაა, რომ მან ჩვენი აღსარება გასცა",- განაცხადა მამა დანიელმა.

იხილეთ ვიდეო: