"წლების შემდეგ უთქვამთ, მიყვარდი და თქმა ვერ გაგიბედეო" - კვირის პალიტრა

"წლების შემდეგ უთქვამთ, მიყვარდი და თქმა ვერ გაგიბედეო"

"იმპულსური და ფეთქებადი ხასიათის გამო, ხშირად სიმართლის თქმას ვერ უბედავენ. მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ. არ უყვარს გრძნობების სიტყვებით აფიშირება. ურჩევნია, სიყვარული საქციელით გამოხატოს. ხშირად მეწვრილმანეობა და სიჯიუტე უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მსახიობ ნინო ლეჟავას ზოდიაქოს ნიშანია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"იმას არ ამბობენ, ცხოვრებაში ყველა სიკეთე ურთულესად და უდიდესი შრომის ფასად რატომ მოგვდის. ადამიანი ამ ბრძოლაში იმდენად იხარჯები, იმდენად იღლები, მერე ვეღარც კი იგებ, გაგიხარდეს თუ არა. 47 წელია ველოდები, ჩემი ფორტუნის ბორბალი პრიზზე როდის გაჩერდება. ასეთი "გაჩერება" ცხოვრებაში სულ ოთხჯერ მოხდა, როცა ჩემი შვილები დაიბადნენ..."

"საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევა ბევრი არ მქონია. რამდენიმე მეგობარი დამიკარგავს, მაგრამ ზუსტად ვიცოდი და ვიცი, რომ მართალი ვიყავი. ადამიანებს ტყუილს ვერ ვაპატიებ. როცა ვეუბნები, ასე არ მოიქცე, ხან მინიშნებით, ხან პირდაპირ თქმით ვახვედრებ, რომ მის ჩანაფიქრს ვხვდები, ის კი თავისას აგრძელებს, ასეთ ადამიანთან წერტილი არ უნდა დასვა? ამ დროს ძალიან მტკივა..."

"ადამიანი კარგად უნდა მიცნობდეს, რომ ჩემს თვალებში ეს ამოიკითხოს. დეპრესიას გადაღლას უფრო დავარქმევდი. ხშირად ეჭიდავები ცხოვრებას, ეჭიდავები და იღლები. ამ მდგომარეობას არასდროს ახლავს შინ ჩაჯდომა, საბნის გადაფარება და ტირილი. საუკეთესო "წამალი" საქმით დატვირთვაა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 22 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე