"წლების შემდეგ უთქვამთ, მიყვარდი და თქმა ვერ გაგიბედეო"
22-04-2021
"წლების შემდეგ უთქვამთ, მიყვარდი და თქმა ვერ გაგიბედეო"
"იმპულსური და ფეთქებადი ხასიათის გამო, ხშირად სიმართლის თქმას ვერ უბედავენ. მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ. არ უყვარს გრძნობების სიტყვებით აფიშირება. ურჩევნია, სიყვარული საქციელით გამოხატოს. ხშირად მეწვრილმანეობა და სიჯიუტე უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მსახიობ ნინო ლეჟავას ზოდიაქოს ნიშანია.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"იმას არ ამბობენ, ცხოვრებაში ყველა სიკეთე ურთულესად და უდიდესი შრომის ფასად რატომ
მოგვდის. ადამიანი ამ ბრძოლაში იმდენად იხარჯები, იმდენად იღლები, მერე ვეღარც კი იგებ, გაგიხარდეს თუ არა. 47 წელია ველოდები, ჩემი ფორტუნის ბორბალი პრიზზე როდის გაჩერდება. ასეთი "გაჩერება" ცხოვრებაში სულ ოთხჯერ მოხდა, როცა ჩემი შვილები დაიბადნენ..."

"საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევა ბევრი არ მქონია. რამდენიმე მეგობარი დამიკარგავს, მაგრამ ზუსტად
ვიცოდი და ვიცი, რომ მართალი ვიყავი. ადამიანებს ტყუილს ვერ ვაპატიებ. როცა ვეუბნები, ასე არ მოიქცე, ხან მინიშნებით, ხან პირდაპირ თქმით ვახვედრებ, რომ მის ჩანაფიქრს ვხვდები, ის კი თავისას აგრძელებს, ასეთ ადამიანთან წერტილი არ უნდა დასვა? ამ დროს ძალიან მტკივა..."

"ადამიანი კარგად უნდა მიცნობდეს, რომ ჩემს თვალებში ეს ამოიკითხოს. დეპრესიას გადაღლას უფრო დავარქმევდი. ხშირად ეჭიდავები ცხოვრებას, ეჭიდავები და იღლები. ამ მდგომარეობას არასდროს ახლავს შინ ჩაჯდომა, საბნის გადაფარება და ტირილი. საუკეთესო "წამალი" საქმით დატვირთვაა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 22 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე
ფ. ტ.
23 აპრილი 2021 00:39
ნინო, შენ თავზე რასაც ამბობ, არ დაგიჯერებდი, მაგრამ გიჯერებ იმიტომ, რომ მამას ვიცნობდი. არაჩვეულებრივი კაცი იყო. მახსოვს, ერთი უცნობი დეკლასირებული, თუ ასოციალური კაცი მოუვიდა სახლში. იმან უთხრა ტელევიზორი არა მაქვსო და ამანაც ტელევიზორი სახლში გაატანა. მაშინ ტვ ძალიან ძვირი იყო! მაგარი კაცი იყო და შენც მაგარი ხარ!
საქართველო
22 აპრილი 2021 23:18
ნიჭიერი მსახიობი და შესანიშნავი ადამიანი! ვუსურვოთ წარმატებები და დამსახურებულად მეტი აღიარება!
+1
22 აპრილი 2021 17:14
ჩემთვისაც მიყვარდი ბევრად მეტჯერ უთქვამთ, ახლა ვფიქრობ დაცინვა ხომ არაა ეს ვიდრე აღიარება

რედაქტორის რჩევით
რა მიგაჩნიათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყველაზე დიდ პრობლემად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რა მიგაჩნიათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყველაზე დიდ პრობლემად?