"ისე­თი პე­რი­ო­დიც იყო, როცა ფული არ გვქონ­და, დედა ერთ შოკოლადს 4 ნა­წი­ლად ყოფ­და და მე და ჩემს დას 2 დღე­ზე გვი­ნა­წი­ლებ­და" - ვინ არის Forbes-ის ახალი ქართველი მილიარდერი - კვირის პალიტრა

"ისე­თი პე­რი­ო­დიც იყო, როცა ფული არ გვქონ­და, დედა ერთ შოკოლადს 4 ნა­წი­ლად ყოფ­და და მე და ჩემს დას 2 დღე­ზე გვი­ნა­წი­ლებ­და" - ვინ არის Forbes-ის ახალი ქართველი მილიარდერი

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში, კიდევ ერთი ქართველი მოხვდა. ახალი მილიარდერი ყაზახური ფინტექ პლატფორმის "კასპის" დამფუძნებელი, 45 წლის მიხეილ ლომთაძეა. ამ დროისთვის რეიტინგში ლომთაძე 826-ე პოზიციაზეა და მისი ქონება 3,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

Kaspi ყაზახეთის უდიდესი საბანკო-საგადასახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. ოქტომბერში მან ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO განახორციელა.

ყოველი ახალი ინოვაციური სერვისის წარდგენისას, ტრადიციულად, შავ პულოვერში, ჯინსებსა და წითელ ბოტასებში გამოწყობილი მიხეილ ლომთაძე ძირითადად მარტო დგას სცენაზე და დიდ ეკრანზე წარმოდგენილ სიახლეზე ქართველისთვის დამახასიათებელი ემოციურობით ლაპარაკობს, ისე, რომ აუდიტორიას ერთბაშად იპყრობს. მისი პრეზენტაციები ამ თვალსაზრისით ძალიან ჰგავს ახალი პროდუქტის სტივ ჯობსისეულ წარდგენებს. ალბათ, ამ და მისი სიახლეებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, მას ზოგჯერ მედია "ახალ ჯობსადაც" მოიხსენიებს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს, - შესაძლებლობა რომ გქონდეთ 25 წლის მიხეილ ლომთაძეს რას უსურვებდითო? - რაზეც დაუფიქრებლად უპასუხა: "სწორი ადამიანების არჩევას..."

და იქვე განმარტა:

"25 წლისა, ფაქტობრივად, არ ვფიქრობდი, უბრალოდ, ინტუიციით ვმოქმედებდი. დღეს კი სრულიად ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ადამიანები შენს გარშემო წარმოადგენენ წარმატებისთვის ყველაზე დიდ აქტივს. 25 წლის მიხეილს კი ვურჩევდი: ეცადე იყო იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისთან ერთადაც შესაძლებელია მიუღწეველის მიღწევა, ვისაც შეიძლება დაეყრდნო და ვისაც გული სწორ ადგილას უძგერს..." გააგრძელეთ კითხვა