"შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე იყოს კორონავისურის შემთხვევების პიკური მაჩვენებლები"
"შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე იყოს კორონავისურის შემთხვევების პიკური მაჩვენებლები"
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე საწოლების, კოვიდსასტუმროებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელის მობილიზაცია ხდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავისურის შემთხვევების პიკურ პერიოდს ქვეყანა მაისის შუა რიცხვებამდე ელის.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება. ამ სიტუაციაში სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაცია კიდევ უფრო აქტიური გახდა. კვირის განმავლობაში დაახლოებით 1000-მდე საწოლი ეტაპობრივად ემატება იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ მობილიზაციის იმ ნიშნულს, რაც თებერვლის დასაწყისში გვქონდა - 5300 -მდე საწოლი იყო იმ
პერიოდში მობილიზებული. ასევე, მობილიზებულია კოვიდსასტუმროები და რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის ქსელი. შემთხვევების ამგავრი მატების პირობებში, შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან მაისის შუა რიცხვებამდე იყოს მეტად პიკური მაჩვენებლები, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება პრევენციულ ღონისძიებებზე და იმაზე, თუ მოსახლეობა ინდივიდუალურ დონეზე წესებს რამდენად დაიცავს.

ახლა მაქს
იმალური აქცენტი კეთდება იმ შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო და საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე პერიოდულად რევიზიას აკეთებს გადაწყვეტილებების და ვნახოთ, მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ, თუ არის აუცილებლობა დამატებითი ზომების მიღების," - განაცხადა გაბუნიამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა