"35 წელი დამჭირდა, რომ მამაჩემი გამეშვა პოლიციაში... ის რომ გარდაიცვალა კმაყოფილების განცდაც მქონდა" - კვირის პალიტრა

"35 წელი დამჭირდა, რომ მამაჩემი გამეშვა პოლიციაში... ის რომ გარდაიცვალა კმაყოფილების განცდაც მქონდა"

"კომედი შოუს" ერთ-ერთი მსახიობი, მიშა ანდღულაძე მისი ცხოვრების უმძიმეს ეპიზოდზე საუბრობს და ამბობს, რომ ძალადობრივ გარემოში გაიზარდა.

ინტერვიუ ცნობილმა იუმორისტმა "ფორმულას" მისცა.

მისი ინფორმაციით, ოჯახში ძალადობას 4 წლიდან უყურებდა.

"ძალადობრივ გარემოში გავიზარდე. ყველა ერთმანეთს ურტყამდა. მამა ურტყამს დედას, დედა წყევლის შვილებს, უფროსი ძმა ურტყამს უმცროსს, უმცროსმა რა უნდა ქნას ამ დროს? ვინმეს ესროლოს ვაშლი ან რაღაც ასეთი.. ამას ვაკეთებდი მეც.

სხვათა შორის, მამაჩემი საკმაოდ კარგი მეგობარი იყო ჩემი, უბრალოდ მეორე მხარეს იყო ძალადობა. თავის დროზე მასზე ძალადობდა დედა. მამაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ აღარ მინახავს, არც ოპერაციის წინ და არც მანამდე. დანაშაულის განცდა კი მქონდა... 35 წელი დამჭირდა, რომ მამაჩემი გამეშვა პოლიციაში. ვერ ვწირავდი.

ასევე მერჩოდა ძმაც. გარდამავალი ძალადობის ჯაჭვი იყო, მამის საქციელს იმეორებდა ძალიან მძიმედ. შარშან იყო, რომ ჩემს ძმაზე გამოვაწერინე პოლიციას ოდრერი. როცა მამაჩემი გარდაიცვალა, მე მქონდა ორი განცდა, ერთი იყო კმაყოფილების განცდა და მეორე, ტრაგიკული" - ამბობს ანდღულაძე.

ის ასევე იხსენებს, რომ 13 წლის ასაკში მასზე სექსუალური ძალადობაც სცადეს. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო: