"არ ვიცი, ქართველები ამაზე რას ფიქრობდნენ" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელია რუსულ გამოცემასთან ბავშვობაზე, საქართველოსა და კახა კალაძეზე - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, ქართველები ამაზე რას ფიქრობდნენ" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელია რუსულ გამოცემასთან ბავშვობაზე, საქართველოსა და კახა კალაძეზე

რუსულმა business-gazeta-მ ხვიჩა კვარაცხელიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა. გთავაზობთ სრულ ინტერვიუს:

"მიუნხენის "ბაიერნი", "იუვენტუსი", "მილანი", "აიაქსი", "ნაპოლი" - ეს მცირედი ჩამონათვალია, რომლებიც "რუბინის" ახალგაზრდა ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ყოველკვირეულად ინტერესს იჩენენ. თუ გარკვეული პერიოდის წინ ყაზანელებმა თქვეს, რომ ოფიციალური წინადადებით არც ერთი კლუბი არ დაკავშირებიათ, სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება. "რუბინის" თავკაცმა ლეონიდ სლუცკიმ Match TV-სთან ინტერვიუში თავისი პროგნოზი განაცხადა:

"ვფიქრობ, ის ამ ზაფხულს დაგვტოვებს"

მისი აზრით, ქართველი ტალანტისთვის ამჟამად თავის დამკვიდრება ევროპის ტოპ-ლიგების მეორე ეშელონის გუნდებშია საუკეთესო, დაუყოვნებლივ დიდ

გუნდში კი არ უნდა წავიდეს.

სავარაუდოდ, კვარაცხელიამ "რუბინის" მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა. რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში "თათრები" "ურალს" დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს. ხვიჩამ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. სავარაუდოდ, დაზიანება ისეთი არაა, რომ ტალანტის კარიერას შეეხოს, თუმცა რეაბილიტაციისთვის გარკვეული პერიოდი საჭირო იქნება, რუსეთის ჩემპიონატი კი დასასრულისკენ მიმდინარეობს. "რუბინის" დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ "რუბინი" ხვიჩას სამუდამოდ შესანარჩუნებლად არ ითანამშრომლებს. მათი მიზანია ქართველი გუნდში კიდევ ერთ წელს დატოვონ.

ხვიჩასთვის მნიშვნელოვანი სატრანსფერო ფანჯრის მოლოდინში, ჩვენ გავარკვიეთ, თუ როგორი პიროვნებაა ის და რაზე ფიქრობს ზოგადად. 20 წლის ქართველი "რუბინის" სავარჯიშო ბაზაზე ცხოვრობს, თავის ფეხბურთს კი მხოლოდ მაშინ ივიწყებს, როდესაც თამაშს ჩართავს, თუმცა ქართველს ძალიან უყვარს მეგობრებთან ერთად მოგზაურობა, მინი-ფეხბურთის თამაში, უყვარს ელარჯის ჭამა. მისი იდეალი კი გიორგი ქინქლაძე გახლავთ. ის ასევე საქართველოში დაიბადა, თავისი ნიჭით კი მანაც ევროპული გრანდების, "მანჩესტერ სიტისა" და "აიაქსის" ყურადღება მიიპყრო, თამაშობდა ასევე ყაზანის "რუბინში.

"თუ ვარჯიშის დროს არ მოკვდით, უნდა წამოდგეთ"

- ხვიჩა, შენ თბილისში დაიბადე, ბავშვობის ასაკში კი დროს სამეგრელოში ატარებდი. მოგვიყევი, საქართველოს ეს კუთხე რას ნიშნავს შენთვის?

- ის ჩემი სამშობლოა. ყოველთვის, როდესაც საქართველოში ვარ, ვცდილობ, წავიდე. ის ერთ-ერთი ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ, თუ საქართველოში იმყოფებით. რელიეფი ჩვენს რეგიონში ძალიან განსხვავებულია, გვაქვს მთებიც და ვაკეებიც. იქ ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს. ისინი ბევრს შრომობენ, ცდილობენ რაიმეს მოყვანას ან მეურნეობას.

- შენ მეგრელი ხარ, ხომ?

- დიახ, ამაზე ჩემი გვარის დაბოლოებაც მეტყველებს. მეგრელები სხვა ქართული კუთხის მცხოვრებლებისგან ოდნავ განსხვავდებიან, მაგალითად, სამზარეულოთი. ჩვენი საფირმო კერძი ელარჯია. სამეგრელო ძალიან ლამაზი ადგილია, ვურჩევ ყველას იქ ჩასვლას. ზოგადად, საქართველოს ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია. ზოგადად, როდესაც ტურისტები ჩვენს ქვეყანას სტუმრობენ, ბევრ ადგილას მიდიან, რადგან რთულია გამოარჩიო ერთ-ერთი.

- პირველი საფეხბურთო ნაბიჯები თბილისში გადადგი?

- ფეხბურთის თამაში ჩემს ეზოში დავიწყე, მაშინ, როდესაც 5 წლის ვიყავი. სახლი ადრე დავტოვე და გვიან დავბრუნდი. 8 წლის ასაკში კი ბავშვთა გუნდ "ავაზაში" გამოვდიოდი, 11 წლის ასაკში კი თბილისის "დინამოს აკადემიაში ჩავირიცხე.

- საშიში ხომ არ იყო ქვეყნის საუკეთესო გუნდში გადასვლა?

- აღფრთოვანება საერთოდაც არ მიგრძვნია, არც კი მინერვიულია. რა თქმა უნდა, "დინამო" უდიდესი ისტორიის მატარებელი გუნდია, ამიტომ იქ გადასვლა მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულო ამბავია.

- როგორც ბავშვი, უფროსებთან ერთად თუ თამაშობდი?

- დიახ, მაგრამ ეს პროფესიონალურ დონეზე არ ყოფილა. ყველანი ეზოს ფეხბურთის დონეზე ვიყავით, თუმცა ის ბავშვები ნამდვილად კარგად თამაშობდნენ, ზოგიერთი საერთოდაც 20 წლის იყო. ის ყველაფერი ჩემთვის ცხოვრების კარგი გამოცდილება გახლდათ.

- როდესაც უფროს ადამიანს ატყუებდი, ფეხებში არ გირტყამდნენ?

- ცოტათი დიახ, მტკიოდა კიდეც, თუმცა ძალიან არა.

- სლუცკიმ განაცხადა, რომ პირველ ვარჯიშზე დაცემისა და სამედიცინო მოთხოვნის გამო ფეხბურთელების დაჯარიმება დაიწყო, ამის შემდეგ კი ვარჯიში უნდა გაგეგრძელებინათ...

- პირველი შემთხვევის დროს არ დამაჯარიმეს, თუმცა ახლა კი, დიახ, ასეთი პრაქტიკაც არსებობს. მძიმე კონტაქტის დროსაც ჩვენ ვდგებით და ვარჯიშს ვაგრძელებთ. თუ არ მოკვდი, უნდა წამოდგე.

- ბავშვობაში სად თამაშობდი?

- ჩვენ ასფალტის მოედანი გვქონდა, შემდეგ ბალახისაც გაკეთდა, თუმცა, როდესაც უფროსები თამაშობდნენ, ჩვენ გვიწევდა ისევ უკან, ასფალტიან სტადიონზე გადასვლა, რის გამოც მუხლები სულ ნატკენი გვქონდა. გაგრძელება