"ჩემი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია, იმი­ტომ რომ..." - კვირის პალიტრა

"ჩემი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია, იმი­ტომ რომ..."

მომღერალი ნუცა ბუზალაძე რუსულ კონკურსში Ну-ка, все вместе! მეორედ გამოჩნდა, რაც ყველასთვის მოულოდნელობა იყო. ჟიური ისევ აღაფრთოვანა და ფინალშიც გადავიდა. ნუცამ უიტნი ჰიუსტონის "queen of the night" ისე შეასრულა, რომ ჟიურის ყველა წევრი ფეხზე წამოდგა და მათგან საუკეთესო შეფასებებიც დაიმსახურა.

ნუცა ახლა ალბანეთში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალში იღებს მონაწილეობას. ქართველ მომღერალს AMBEBI.GE ალბანეთში დაუკავშირდა:

- ნუცა, მეორედ როგორ მოხვდი ამ შოუში?

- დიდი ხანია ვიცოდი, რომ ამ შოუში მივიღებდი მონაწილეობას. გასულ წელს, ამ კონკურსის დასრულებიდან, სამ თვეში პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა: - შენთვის ასეთი პრეცედენტი დავუშვით, შოუში უნდა დაგაბრუნოთ, მაგრამ ეს სიურპრიზად უნდა დარჩეს, ყველას გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნებათ ჟიურის წევრებსო. ამ სიურპრიზმა ნამდვილად გაამართლა. ჩემი შოუში დაბრუნება პირადად პროდიუსერის გადაწყვეტილება იყო. ერთადერთი ვარ, ვისთვისაც ასეთი პრეცენდენტი დაუშვეს. მოსკოვში რომ ჩავედი ჩემი მეგობრები, ჟიურის წევრები მეუბნებოდნენ: - შენ მოსკოვში ხარ და არ გვნახულობო? არადა, არ მქონდა უფლება მენახა და ვინმესთვის მეთქვა.

- ნუცა, რამდენად რთული გადასაწყვეტი იყო, ამ კონკურსში მეორედ მიგეღო მონაწილეობა?

- ძალიან რთული იყო მეორედ გავსულიყავი, წინა კონკურსზე ყველამ ნახა, რომ უსამართლობა მოხდა და მეუბნებოდნენ, რომ პირველი ადგილი ჩემი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან ვინერვიულე, თუმცა შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ კიდევ უნდა მეცადა და გავსულიყავი. ყველა შანსი, რომელიც გეძლევა, ბოლომდე უნდა გამოიყენო. ზოგადად ასე ვარ, ნებისმიერ შანსს ბოლომდე მივყვები. ჟიურის შეფასება იყო საუკეთესო, მაგრამ ყველაზე კარგი იყო მომენტი, როდესაც პირველად გავედი და მათი სახეები დავინახე, მათი შეძახილები გავიგონე - შოკში იყვნენ.

რაც შეეხება ჟურის წევრებს, ზოგიერთ მათგანს ძალიან დავუახლოვდი, სხვათა შორის, ახლა ასეთი სიახლე მაქვს, რომ ჟიურის წევრებიდან ერთ-ერთმა კომპოზიტორმა ოლეგ ვლადმა ახალი სიმღერა დამიწერა და მასთან ერთად ბევრ სიმღერას შევთავაზებ მსმენელს, რადგან საუკეთესო კომპოზიტორია, ყველა იქაურ ვარსკვლავს უწერს სიმღერებს. ჩემით ძალიან აღფრთოვანდა და სიმღერის დაწერა თვითონ შემომთავაზა, ეს სინგლი ფინალის შემდეგ გამოვა, მერე კლიპის გადაღებასაც ვგეგმავთ და წინ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ასევე ძალიან დავუახლოვდი სემ პიკარს. სერგეი ლაზარევს წინა კონკურსიდან დავუმეგობრდი, მისთვის არ მითქვამს, რომ მეორედ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას და რომ დამინახა, გაგიჟდა. ჩვენი საკონკურსო ისტორიები ერთმანეთს ჰგავს, თვითონაც იგივე სიტუაცია ჰქონდა "ევროვიზიასთან" დაკავშირებით. ორივე ორჯერ გავედით და ორივე ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. ჩემთან ერთად ლაზარევიც ძალიან ნერვიულობდა, მან იცოდა ეს რა განცდაა, იცის როგორია, როცა მეორედ გადიხარ იმ პროექტში, რომელშიც იყავი, თან გამარჯვებასთან ახლოს, მაგრამ უსამართლობის გამო ვერ გაიმარჯვე...

- ფინალში როგორი მოლოდინი გაქვს? გააგრძელეთ კითხვა