"ქორწილში 100 ლარიანი ჩამიკუჭა და მითხრა...მსოფლიო არტისტია არ შევაწუხოთო" - რა ისტორიას იხსენებს ნიკა წულუკიძე ლეგენდარულ კახი კავსაძეზე? - კვირის პალიტრა

"ქორწილში 100 ლარიანი ჩამიკუჭა და მითხრა...მსოფლიო არტისტია არ შევაწუხოთო" - რა ისტორიას იხსენებს ნიკა წულუკიძე ლეგენდარულ კახი კავსაძეზე?

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ქართველის  გარადცვალების გამო, უამრავი ადამიანი წუხს. თეატრმცოდნე ნიკა წულიკიძეს კახი კავსაძესთან განსაკუთრებულად ახლო ურთიერიერთობა ჰქონდა. სწორედ მათი ურთიერთობიდან იხსენებს ისტორიას, რომელსაც ფეისბუქმომხამრებლებს უზიარებს:

"ქორწილში 100 ლარიანი ჩამიკუჭა და მითხრა- ერთ მშვენნიერ დღეს შენი ცოლი, ისეთი ლამაზი აღარ მოგეჩვენება, როგორიც ახლაა- აი მაშინ უნდა მიხვდე, რომ სიყვარულს შველა სჭირდება და მეორე უფრო მნიშვნელოვან ეტაპს იწყებო. შენი კაცობაც მაგ დროის საქციელებით გაიზომებაო... ყველაფერში სამაგალითო იყო: თეატრის, ქალის, სამშობლოს სიყვარულში. 9 აპრილს რაც გააკეთა გმირობა იყო, აბა რა იყო. საუბრის დროს მესამე ვინმე თუ მოვიდოდა მაშინვე თქვენობით მომმართავდა და ჩემს ქებას იწყებდა. სხვა თაობა იყო, სხვა ხალხი, რომ აღარ განმეორდება ისეთი...

ალენ დელონი რომ ჩამოვიდა მაგ კონცერტის სცენარის ავტორი გახლდით. კახის ვუთხარი, წამოდი ალენ დელონთან ფოტო გადავიღოთ-მეთქი, შერცხვა, იცი, მაგათ რამხელა ჯამაგირი (ამ სიტყვას ამბობდა) აქვთ, მსოფლიო არტისტია არ შევაწუხოთო, ძალით მივიყვანე. შენ ჩვენი ალენ დელონიც ხარ და მარლონ ბრანდოც-თქო, მერე რომ მირეკავდა ასე მეუბნებოდა- ალენი ვარ დელონიო... ქუჩაში, მანქანით ნელა დადიოდა, რომ ვინმე დაენახა და წაეყვანა, ნაცნობებს რომ ვერ ვხვდები უცნობებს ვუჩერებო. ბოლოს თვალებამღვრეული დადიოდა რუსთაველზე, წასასვლელად ემზადებოდა და წავიდა კიდეც. იქ დღეს ბელას შეხვდება და სამუდამოდ გაგრძელდება ის 36 წლიანი თანაცხოვრება, რომლის შეწყვეტასაც ასე განიცდიდა და მარადისობაში გამგზავრებას უადვილებდა.

მშვიდობით კახო, ძალიან მომენატრები"- წერს ნიკოლოზ წულუკიძე. (წყარო)

ინფორმაციისთვის, მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის ეროვნულ თეატრში ხუთშაბათს და პარასკევს, 29 -30 აპრილს 15:00 -დან 19:00 საათამდე გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.

მსახიობ კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

შეგახსენებთ, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის